ჭინჭარაულის მიმართვა ხალხს: „არ გვეწყინება, პირიქით, გაგვიხარდება თუ ამას გააკეთებთ"
გუშინ, 11:58
ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიადაზე ლაშა ტალახაძემ მოსალოდნელი ოქროს მედალი მოიპოვა. ქართველმა ძალოსანმა ორჭიდის ჯამში მორიგი მსოფლიო და ოლიმპიური რეკორდები დაამყარა და ოქროს მედალი უპრობლემოდ მოიპოვა.
საქართველოს ძალოსანთა ნაკრების ექიმი, გიორგი ჭინჭარაული, სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც გულშემატკივრებს მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის, თუმცა მოუწოდებს, რომ ეპიდვითარების გამო, აეროპორტში დახვედრისგან თავი შეიკავონ:
„დღემშვიდობის საქართველო.
მოგეხსენებათ დავასრულეთ ძალოსნებმა ოლიმპიადა და ვბრუნდებით დღეს საქართველოსკენ.
ვხედავთ, ვგრძნობთ, ყველა თქვენთაგანის გვერდში დგომას და ქომაგობას. მივიღე უამრავიი მოლოცვა, რაზეც ლაშაც და მეც გიხდით უდიდეს მადლობას.
ახლა მთავარი!
ბევრი მეკითხება ჩამოსვლის დროს.
ბევრმა გამოთქვა დახვედრის სურვილი.
გპასუხობთ : ქვეყანაში გამძაფრებული ეპიდ სიტუაციის გამო, ჩემს მეგობრებს და ნათესავებს მოგმართავთ თხოვნით, დარჩით სახლში და ნუ მოხვალთ აეროპორტში! ვიცი რომ გიხარიათ, ვიცი რომ გინდათ ლაშასთან ფოტოები, გინდათ პირადად მიულოცოთ, მაგრამ ჩემი და თქვენ წარმოიდგინეთ, ლაშას აზრიც ასეთია, სხვა დროს, სხვა შეჯიბრის შემდეგ...
დღეს არ გვეწყინება!
პირიქით! მოხარულები ვიქნებით თუ გაუფრთხილდებით ერთმანეთის ჯანმრთელობას !
მადლობა გულშემატკივრობისათვის." - წერს გიორგი.
https://footballnews.ge/index.php?newsid=55...PAPoznMtOyM2Uas