#38420686 · 18 Oct 2013, 16:42 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
გამარჯობათ, ძალიან მომწონს მწვანე და ბუნებრივი ღობეები(მესერი), მაგალითად სოფელში გვაქვს ე.წ. ტრიფოლიატის ეკლის ღობე, რომელიც ძალიან ლამაზი იყო ერთ დროს, ეხლა გადაბერდა, მეჩხერი გახდა და არც ისე მიმზიდველად გამოიყურება. ეხლა მინდა ჩავანაცვლო დაფნის ღობით, ეზოში გვაქვს დაფნის ხე, მაინტერესებს გამოცდილი ადამიანების რჩევა, როდის უნდა დაიკრიფოს დაფნის თესლი და როდისაა რეკომენდირებული მისი დათესვა. ასევე ვისაც მოგწონთ მწვანე ღობეები ან გაქვთ კიდეც, შეგიძლიათ წარმოადგინოთ სურათები და აღწეროთ როგორ უვლით მას.
|