მე კონკრეტულად გოგი გვახარიაზე არ ვლაპარაკობ, გოგი გვახარია კრებითი სახეა. მე, ზოგადად, ისეთ ადამიანებზე ვლაპარაკობ, რომლებიც არ იყვნენ შემჩნეული "ნაციონალური მოძრაობის" ღია მხარდაჭერაში, ხოლო "ნაციონალური მოძრაობის" კრახის შემდეგ მე დავსვი კითხვა, თუ ვინ დაიკავებს ამ იდეოლოგიის მატარებელი ძალის ადგილს.
- გოგი გვახარიამ თქვენი სტატუსი შეადარა დილის ერექციას...
- ჩემმა სტატუსმა გამოიწვია გოგის დილის ერექცია? თუ ასეა, მაშინ ვულოცავ!
-რამდენიმე წლის წინ, თქვენ იყავით სტუმრად გოგი გვახარიას გადაცემაში "ფსიქო". მაშინაც ასე ფიქრობდით მასზე?
-ეს იყო ძალიან დიდი ხნის წინ. მაშინ თავში საყმაწვილო ქარი მიქროდა, თუმცა, მაშინ სულ სხვა მოცემულობა იყო. ჩემი ასაკიდან და ჩემი მეამბოხე მდგომარეობიდან გამომდინარე, საჭირო იყო გარკვეული ეპატაჟი, რომლის გაკეთებაც მიწევდა. ეს იყო სრულიად ბუნებრივი, მაგრამ როდესაც შენ 42 წლის ასაკში ისევე აზროვნებ, როგორც 24 წლის, როდესაც გარკვეული მსოფლმხედველობრივი ცვლილებები არ გაქვს (გარკვეული და არა ძირეული), ეს, ჩემი აზრით, არაა მართებული. შესაბამისად, იმ გადაცემაში თავს უფლება მივეცი და ვთქვი ისეთი რაღაცეები, რისიც მაშინ გულწრფელად მჯეროდა და სრულიად გააზრებულად ვილაპარაკე, ხოლო დღეს ამ ყველაფერს სულ სხვანაირად ვიტყოდი (თუმცა, იმის, რაც მაშინ ვთქვი დღესაც მჯერა). რაც შეეხება გოგი გვახარიას, ცხადია აქვს გარკვეული მსოფლმხედველობა, რომელიც, ბუნებრივია, პატივსაცემია, მაგრამ მეც მაქვს უფლება, მისი მსოფლმხედველობა გავაკრიტიკო.
http://www.kvirispalitra.ge/politic/19081-...in-vulocav.html