#38402501 · 16 Oct 2013, 23:22 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ესე იგი ერთ ერთ კომპანიაში დავიწყე მუშაობა დისტრიბუტორად.პირობები ასეთი იყო. პირველი კვირა იყო საცდელი,მეორე კვირიდან უნდა ამეღო ხელფასი.მეორე კვირაც ტყუილად მატარეს და მითხრეს რომ მესამე კვირიდან დამერიცხებოდა ხელფასი. (კვირაში 100 ლარი).უნდა მემუშავა-3,მაქსიმუმ-4 დღე კვირაში.ისიც არა არეული დღეებში. ანუ ორშაბათიდან სიტყვაზე მაქსიმუმ ხუთშაბათის ჩათვლით. დადგა მესამე კვირა.ორშაბათი,და სამშაბათი ვიმუშავე.შევასრულე ჩემი სამსახური.(ანუ რაც მქონდა დავალებული 30 ობიექტი)ოთხშაბათს აღარ მომიწია გასვლა. და დამიბარეს ხუთშაბათს,შემდეგ პარასკევს,რომელიც ვიმუშავე (და არ მეკუთვნოდა წესით) და შემასრულებინეს სხვა სამუშაო.შემდეგ დამიბარეს შაბათსაც,მეც უარი ვუთხარი. და ორშაბათს გამომიცხადეს რომ უკმაყოფილოები არიან ჩემი შესრულებული სამსახურით და გამომიშვეს.იმ დღეს ხელფასს შემპირდნენ და არც მესამე კვირისა არ დამირიცხეს იმის გამო რომ იმ დღეს არ გამოვცხადდი, საქმე რაშია ახლა: მანამდე მომცეს ხელშეკრულება,სადაც ხელი არც მე მაქვს მოწერილი და არც დირექტორს.ეს ხელშეკრულება მე მიდევს მაგრამ ხელმოუწერელია. ანუ წესით უნდა მოეცათ 200 ლარი.მეორე კვირის ხელფასი გავუტარე,არაფერი ვუთხარი,ახლა არც მესამესას არ მაძლევენ.მხოლოდ 50 ლარს დაგირიცხავთო,რომელიც არ დამირიცხეს ესეც ჯერჯერობით,რა შემიძლია გავაკეთო მირჩიეთ.როგორ გავამწარო ეს .................????რაღაც მესიჯები მაქვს სადაც მპირდებოდნენ ხელფასის დარიხცხვას.მირჩიეთ რამე
--------------------
Diana Stormrider (.177) UTG 6-24X50 1" Hunter Scope, AO, 36-color Mil-dot Colt 1911 Special Combat Classic BB
|