anri777
Crazy Member

    
ჯგუფი: Members
წერილები: 2180
წევრი No.: 141980
რეგისტრ.: 21-January 12
|
#38415046 · 18 Oct 2013, 00:38 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
| QUOTE | | ვეტერანმა ფეხბურთელმა 1992-1993 წლების აფხაზეთის ომის დროს, სახელმწიფო ბანკს გადასცა მის საკუთრებაში არსებული ოლიმპიური ოქროს მედალი, იმისათვის რომ აღნიშნული შემოწირულობა გამოყენებულიყო აფხაზეთის ომის დროს სახელმწიფოს დასახმარებლად. სახელმწიფომ შემოწირული მედალი გადასცა საქართველოს ეროვნულ მუზეუმს, რომელიც დღემდე დაცული იყო საქართველოს სამუზეუმო ფონდში. |
და უმთავრესი რამ რატომ არ დაწერეს ? რაც ყველამ ვიცით ძველმა გულშემატკივრებმა ? ან რა სისულელე უწერია ავტორს, თუ ატყობთ ? თუ მედალი გადასცა აფხაზეთის ომის გამო, მაშინ რატომ აღმოჩნდა ეს მედალი მუზეუმში ? სადაა აქ ლოგიკა ? მუზეუმში იყო აფხაზეთის ომი ხომ ? )))))))))))))))
ახალგაზრდა გულშემატკივრებს არ ეცოდინებათ ეს ამბავი
ამ ნაბოზვრებს მისი მედალი თურქეთში გაჰქონდათ და ამ სტატიის ავტორი ან ძალიან პატარაა და არ იცის ის ამბები, რაც წლობით გრძელდებოდა, ან იცის ყველაფერი და შეგნებულად არ წერს გელას ამბებს
ასე იყო ყველაფერი: კი, კეტაშვილმა ასე გააკეთა, ადგა და თავისი მონაპოვარი ოქროს მედალი მართლაც გაიმეტა იმისათვის, რომ აფხაზეთის ომში დახმარებოდა საქართველოს, ამით ათასმაგად ამაღლდა ეს კაცი ქართველების თვალში, ნუ, მანამდეც არ აკლდა ეს, რად ღირს თუნდაც ის, რომ როცა ქართული ფეხბურთი საკავშიროს გამოეყო, კეტაშვილი აქ დარჩა და არ წავიდა სხვაგან, არადა იტალიის მსოფლიო ჩემპიონატზე ძირითად მოთამაშედ მიდიოდა, და ამით საბოლოოდ დაინგრია თავისი საფეხბურთო კარიერა,,,,,,,,,,,,მაშინ აქ სულ სხვა სიტუაცია იყო, წასვლა და მოღალატედ გამოცხადება ერთი იყო, ძველმა თაობამ ყველამ კარგად იცის თუ რა სიტუაცია იყო აქ მაშინ
მაგრამ მერე რაც მოხდა ესაა უმთავრესი, რაღაც მანქანებით ეს მედალი თურქეთში გაჰქონდათ და საბაჟოზე დააკავეს სრულიად შემთხვევით, თორემ ეხლა კაციშვილს არ ეცოდინებოდა ამ მედლის ასავალ-დასავალი, მაშინდელმა მილიციამ ეს მედალი კეტაშვილს არ დაუბრუნა, მთელი ამბები იყო ამაზე, აი ასე იყო, მერე მუზეუმიც არ აძლევდა ამ მედალს კეტაშვილს და ამაზეც მთელი ამბები იყო, როგორც იქნა, ეღირსა ამ კაცს თავისი მედალი,
მე კარგად მახსოვს გელა დინამოში რომ მოვიდა, მე მაშინ არცერთ თამაშს არ ვაცდენდი და გელა იმ დროინდელი დინამოს სული და გული იყო მართლაც, უძლიერესი მარჯვენა მცველი იყო დინამოს ისტორიაში, მესზე ზევით ვერ დავაყენებ მე არავის ამ პოზიციაზე დინამოში, ეხლაც თვალწინ მიდგას მის მიერ შესრულებული ჯარიმები საჯარიმო მოედნის კუთხიდან, ყველას და მათ შორის მეკარესაც რომ ეგონა, კეტაშვილი ეხლა ჯარიმიდან ბურთს ჩააწვდისო, ის კი უცებ პირდაპირ კარში ურტყამდა და ბევრ მეკარეს ხახამშრალს ტოვებდა ამით
|