#43660608 · 4 Feb 2015, 18:56 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ჯაიანების ოჯახი სამართლიანობის აღდგენას ითხოვს 17:23 04-02-2015 მარტვილში, სოფელ ბანძაში მცხოვრები ჯაიანების ოჯახი სამართლიანობის აღდგენას ითხოვს. ჯაიანების ოჯახი დღეს ამ მოთხოვნით ქუთაისში პარლამენტის შენობასთან მივიდა. როგორც ოჯახის უფროსი ტარიელ ჯაიანი აცხადებს, 9 წლის წინ მისი არასრულწლოვანი შვილი მეზობელმა გააუპატიურა. ოჯახი კი დამნაშავის დასჯას ამ დრომდე ითხოვს. როგორც ჯაიანები აცხადებენ, დამნაშავეს პოლიციელები მფარველობენ. "პატარა გოგო გამიუპატიურა მეზობელმა, ალბერტ კიკალიშვილმა. 9 წელიწადია კანონი ვერსად ვერ ვნახე და პარლამენტის წინ მოვედი. ჩემი შვილი 16 წლის იყო როცა გააუპატიურეს, მეზობელმა ეს საქციელი კი ჩემს ოჯახში განახორციელა. ჩემი ბავშვი ამ ფაქტს მალავდა, მაგრამ სულ ავადმყოფობდა და აღიარა, რაც მოხდა", - განაცხადა ჟურნალისტებთან ტარიელ ჯაიანმა. თავის მხრივ, აღნიშნულ ფაქტზე განმარტებას აკეთებს თვითონ დაზარალებული მაკა ჯაიანი. მისი თქმით, მეზობელი მისგან გაუპატიურების ფაქტის დამალვას ითხოვდა, წინააღმდეგ შემთხვევაში ძმის მკვლელობითა და სახლის გადაწვით ემუქრებოდა.
--------------------
bye bye, bitches
|