#38412071 · 17 Oct 2013, 21:26 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ალასანია: თუ მამაკაცს ღმერთის ძლიერი რწმენა არა აქვს, სამშობლოსთვის თავს ვერ გაწირავს ნეტგაზეთი . "თუ ადამიანს, მამაკაცს ღმერთის ძლიერი რწმენა არა აქვს, ის სამშობლოსთვის თავს ვერ გაწირავს", - ამ სიტყვებით გახსნა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ დღეს სამინისტროში კაპელანებთან (არმიის მღვდლებთან) შეხვედრა, რომელიც ამ დროისთვის დახურულ კარს მიღმა გრძელდება.
"მე მინდა უდიდესი მადლობა გადაგიხადოთ იმისთვის, რასაც თქვენ აკეთებთ ქართული არმიისთვის, ქართველი სამხედრო მოსამსახურეების სულიერი განვითარებისთვის... ეს ურთიერთობა, ფაქტობრივად, მრავალ საუკუნეს ითვლის, ასე იყო ყოველთვის და ასე იქნება მომავალშიც.
მე მინდა დეტალურად ვისაუბროთ იმ დგომარეობაზე, რაც შექმნილია ამ თვეების განმავლობაში, გარკვეულ დაკვირვებას შეძლებდით, თუ რა მდგომარეობაა არმიაში ამ კუთხით და ამაზე მინდა ძალიან გულახდილად, გულწრფელად ვისაუბროთ. ჩვენ ჩვენი მხრიდან გარკვეულ საკითხებს გაგიზიარებთ და შემდეგ შეხვედრისთვის უკვე მოვინიშნოთ ის გადასაწყვეტი საკითხები, რომლის შედეგადაც შევძლებთ იმ ამოცანის მიღწევას, რაც დასახული გვაქვს", - მიმართა ირაკლი ალასანიამ სამინისტროში შეკრებილ კაპელანებს.
კაპელანი არის მღვდელმსახური, რომელსაც მინდობილი აქვს სამწყსო მზრუნველობა მორწმუნეთა ცალკეულ ჯგუფსა თუ საკრებულოზე, როგორიცაა საერო მოწესეთა საკრებულოები, მორწმუნეთა ასოციაციები, საავადმყოფოები, ობოლთა და მოხუცებულთა თავშესაფრები, სატუსაღოები, ემიგრანტები, დევნილები, სამხედროები, მეზღვაურები და ა.შ.
B_Alambareli TobinFrost
გააპრავეთ!
--------------------
ყველა, ვინც კი შენიანია ამ ქალაქში, გაიყვანე ამ ადგილიდან (ც)
|