FilmsGeoდანიშნულება სერვერს რა ექნება? მხოლოდ ვებ კონტენტი უნდა გასცეს ინტერნეტში? მაშინ საერთოდ არ გექნება პრობლემა. დააყენებ Fedora ან CentOS-ს და იმუშავებს საათივით, არც ლიცენზია გინდა არც კრეკი, არაფერი. მთავარია პროვაიდერისგან სტატიკური public IP მისამართი აიღო (სჯობს სერვერისთვის ცალკე /30 მოაჭრევინო რომ როუტერს თავისი ჰქონდეს სერვერს თავისი და ნატი არ დასჭირდეს), გაუწერო გარე IP სერვერს. შემდეგ შეიძენ სასურველ დომენურ სახელს და A record-ს მაგ სერვერის IP-ზე გაწერ. შემდეგ მოქოქავ აპაჩს httpd და დიფოლტ დირექტორიაში /var/www/html/ განათავსებ შენს ვებ კონტენტს. თუ რაიმე ტიპის CMS-ს ხმარობ მაშინ php/mysql-საც მიაყენებ და ეგაა