"აზარტული თამაშების ბიზნესმა ზეგავლენა მოახდინა პარლამენტარებზე"
03/05/13 13:56
მოახდინეს თუ არა აზარტული ბიზნესის წარმომადგენლებმა პარლამენტარებზე ზეგავლენა? "ეროვნულ-რელიგიურ ინსტიტუტის" ხელმძღვანელი, რომელიც "აზარტული თამაშების რეკლამირების აკრძალვის შესახებ" კანონპროექტის ავტორია, პარლამენტში კანონპროექტის ჩავარდნას სწორედ ამ მიზეზით ხსნის.
როგორც "ივერონის" პრეს -კლუბში "ეროვნულ-რელიგიური ინსტიტუტის" ხელმძღვანელმა ზვიად ტომარაძემ განაცხადა, ვიაიდან აღნიშნული კანონპროექტი პარლამენტში "ქართული ოცნების" წევრმა კობა დავითაშილმა წარადგინა და ის ბოლო პერიოდში რადიკალური განცხადებებით გამოირჩეოდა, თავდაპირველად იფიქრა, რომ კანონპროექტის ჩაგდებით უმრავლესობამ კობა დავითაშვილი დასაჯა, თუმცა მოგვიანებით, ზვიად ტომარაძის თქმით, ეს ვერსია გამოირიცხა, რადგან "ოცნების" დიდმა ნაწილმა კანონპროექტს მხარი დაუჭირა.
"პირველი მოსმენა გაიმართა 6 მარტს, მაშინ 77 მომხრე და 14 წინააღმდეგი იყო, რაც შეეხება ოთხშაბათის სხდომას, 46 მომხრე და 44 წინააღმდეგი იყო.
გასაკვირია, რამ გამოიწვია ასეთი ცვლილება ორ თვეში. თავიდან განვიხილავდი ორ ვარიანტს, სანამ გავიგებდი ვინ მისცა ხმა და ვინ არა. თავიდანვე ვიცოდი, რომ "ნაციონალური მოძრაობა" ამ კანონპროექტს მხარს არ დაუჭერდა.
ცნობილი იყო, რომ "რესპუბლიკლებიდანაც" შეიძლება არ ჰქონოდა ამ საკითხს მხარდაჭერა, მაგრამ ძალიან გასაკვირია "ეროვნული ფორუმის" და "კონსერვატორების" გადაწყვეტილება, რატომ არ დაუჭირეს მათ მხარი ამ კანონპროექტს. კობა დავითაშვილის მიმართ ანგარიშსწორება გამოირიცხა, რადგან ოცნებამ ყველაზე მეტი მხარაჭერა გამოხატა და დარჩა ერთი ვერსია, რომ ამ ორ თვიან მონაკვეთში აზარტულმა ბიზნესმა მოახერხა გარკვეული ზეგავლენა მოეხდინა პარლამენტარებზე",-განაცხადა ზვიად ტომარაძემ
ზვიად ტომარაძის თქმით, მას ჰქონდა შეხვედრა კობა დავითაშვილთან და გადაწყდა, რომ აღნიშნულ კანონპროექტზე რეფერენდუმი საპრეზიდენტო არჩევნებთან ერთად უნდა ჩატარდეს. ამისათვის კობა დავითაშვილი და "ეროვნულ-რელიგიური ინსტიტუტი" ხელმოწერების შეგროვებას დაიწყებენ.
იმისთვის, რომ საპრეზიდენტრო არჩევნების დროს რეფერენდუმი ჩატარდეს 200 ათასი ხელმოწერაა საჭირო.
შეგახსენებთ, რომ "აზარტული თამაშების რეკლამირების აკრძალვის შესახებ" კანონპროექტი, რომლის ავტორი " ეროვნულ-რელიგიური ინსტიტუტია" პარლამენტმა მეორე მოსმენით ჩააგდო.
***
თავიდანვე ვიცოდით, რომ კანონპროექტს მხარს არ დაუჭერდა "ნაციონალური მოძრაობა". თუ კიდევ გასაგებია, პოლიტიკური ორიენტაციის გამო (თავისუფალი ვაჭრობა და ლიბერტარიანიზმი) "რესპუბლიკელებისა" და "დემოკრატების"(ალასანია) პოზიცია.
ყოვლად არადეკვატური პოზიცია გამოხატეს და კანონპროექტს მხარი არ დაუჭირეს იმ პიროვნებებმა და პოლიტიკურმა პარტიებმა (ზვიად ძიძიგური, "კონსერვატორები"; გუბაზ სანიკიძე, "ეროვნული ფორუმი"), რომლებიც ქადაგებენ "ეროვნულ იდეოლოგიას".
კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ეს პარლამენტი ქართველი ხალხის ნებას არ გამოხატავს!!! ამ შემადგენლობას, არ ძალუძს, სამართლებრივი, ეროვნული და მითუმეტეს ზნეობრივი საკითხების გადაწყვეტა ქვეყნის და ხალხის ინტერესების სასარგებლოდ!!!
https://www.facebook.com/neoxeiteli***
ფორუმელთა უმეტესობა მხარს უჭერდა ამ კანონს:
მთელი ქალაქი წალეკა კაზინოების რეკლამამავკრძალოთ თუ არა ქალაქში კაზინოების რეკლამა?
ასაკრძალია ყველგან [ 481 ] [74.69%]
ასაკრძალია ტრანსპორტსა და ტელევიზიაში [ 79 ] [12.27%]
დასაშვებია ტელევიზიაში [ 23 ] [3.57%]
დასაშვებია საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში [ 38 ] [5.90%]
არ ვიცი [ 23 ] [3.57%]
Total Votes: 644
This post has been edited by bochormeli on 4 May 2013, 11:28