
ქრისტოფერ ჰიტჩენსი, უძლიერესი კრიტიკოსი, მწერალი და ათეისტი გარდაიცვალა 62 წლის ასაკში. მას 2010 წელს დაუდგინეს საყლაპავი მილის კიბო.
ჰიტჩენსი ბევრი ბესტსელერის ავტორია, ხშირად გამოდიოდა და ანადგურებდა სხვადასხვა სახის მამაოებს დებატებში და არა მარტო. ერთ-ერთ ბოლო დებატში რელიგიაზე, მოსპო ტონი ბლერი, მაყურებელმა სწორედ ის დაასახელა გამარჯვებულად კამათზე თემაში, რელიგია სიკეთის წყაროა თუ ბოროტების.
ჰიტჩენსი იყო ასევე პირველი ავტორი, რომელმაც ამხილა დედა ტერეზა დასავლეთში და გამოააშკარავა მისი კორუფციული მოქმედებები, კრიმინალებთან მეგობრობა და რა ხდებოდა სინამდვილეში მის დაწესებულებაში.
თუმცა ჰიტჩენსი წერდა აშშ-პაკისტანის ურთიერთობებზე, იწინასწარმეტყველა დემოკრატიული მოვლენები ეგვიპტეში და ხშირად წერდა ესსეებს თავის დაავადებაზე, ცხოვრებაზე და სამყაროზე.
მისი ყველაზე დიდი ბედნიერება, როგორც თავად ამბობდა, ის იყო, რომ "სიკვდილის წლებში" მეგობრების გარემოცვაში იმყოფებოდა, მათი თანდასწრებით გარდაიცვალა.
ხოლო სიცოცხლეში ის უამრავი გაზეთისთვის წერდა, 2005 წელს დაასახელეს მსოფლიოს 5 დიდ ინტელექტუალს შორის, 2009 წელს კი მსოფლიოს 25 ყველაზე გავლენიან ლიბერალებს შორის, საკუთარ თავს ათეისტად და იმავდროულად ანტითეისტად თვლიდა, მიაჩნდა რომ რელიგია ბოროტებაა და ასეთი რწმენა პირად თავისუფლებას ანადგურებს (

)
დაუნდობლად და გაბედულად აკრიტიკებდა ყველაფერს რაც არ მოსწონდა, მაგალითად ბუშს - კრეაციონისტობის გამო, ასევე სიკვდილით დასჯის არ გაუქმების გამო.
მის ბესტსელერში God Is Not Great (ღმერთი კარგი არ არის - როგორ წამლავს რელიგია ყველაფერს) ის აკრიტიკებდა ყველა რელიგიას, მათ შორის ისეთ რელიგიებს, რომელსაც როგორც წესი იშვიათად ეხებიან (მაგ. ინდუიზმს) ის თვლიდა, რომ ბოროტების მთავარი წყარო რელიგიებია, ხოლო ბოროტების მთავარი ღერძი - ქრისტიანობა, ისლამი და იუდაიზმი.
ვისაც შეძენა სურს:
http://www.amazon.com/God-Not-Great-Religi...g/dp/0446579807ეს წიგნი გარკვეულ მანიფესტად იქცა ახალი-ათეისტური მოძრაობებისთვის და მათთვის ვინც იღვიძებდა ან იღვიძებს რელიგიური ძილისგან (

)
ცხადია სიკვდილის წინ, მორწმუნეებმა გაუვრცელეს ჭორები, რომ "მოექცა" სიკვდილის სარეცელზე "ღმერთი აღიარა" და ა.შ. ამიტომ მან სპეციალურად აღნიშნა, რომ ისევ მებრძოლი ათეისტი იყო და ბოლო წამამდე ასეთად დარჩებოდა.
ის იყო ერთ-ერთი იმ რამოდენიმე ადამიანისგან, ვისაც შეუძლია ხმამაღლა თქვას რომ ათეისტია და იბრძოლოს იმ ბოროტების წინააღგმდეგ, რასა რელიგია ჰქვია.
RIP Hitch.