იტოგში, აფსუს რომ ამ ტიპის ამომრჩეველი და ქოცხროვას ამომრჩეველი აძინ ი ტოტ ჟე ამომრჩეველია.
უფრო სახალისო წინასაარჩევნო გარემო გვექნებოდა, ისეთი, რომ ევროპა გასკდებოდა გაოცებით.
ვასაძის "კრებსების" ანალიზები:

ამასთან, ლ. ვასაძემ აღნიშნა - "ეს ფემინიზირებული კაცები წკმუტუნებენ, ნუ ჩავყრით წყალში ელჩებთან შეხვედრასო - ხაინდრავამ მომწერა. არ ვიცი ვუთხრა, რომ შეთანხმებულია ბიძოსთან, თუ როგორ დავაწყნარო ეგ იდიოტი?!".
ფაილებში კიდევ ერთი ჩანაწერის თანახმად, ლევან ვასაძე გეგმავდა კომბლეს გამოსახულებიანი მაისურების დაბეჭდვას წარწერით - "je suis komble - მე ვარ კომბლე".
"ცნობილი გახდა, რომ ლ. ვასაძე უახლოეს მომავალში გეგმავს ზღაპრის პერსონაჟი კომბლეს გამოსახულებიანი მაისურების დაბეჭდვას წარწერით - "je suis komble - მე ვარ კომბლე" და ასევე "კომბლეს" მონაწილეობით ანიმაციური ვიდეორგოლის შექმნას, სადაც ზემოხსენებული პერსონაჟი და "თეთრი რაინდი" ებრძვიან "ლგბტ" თემის წარმომადგენლებს. ბიზნესმენი ვიდეორგოლების და მაისურების გავრცელებას გეგმავს ქვეყნის ფარგლებს გარეთ. კერძოდ საფრანგეთში".
13 სექტემბერს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან ფაილებმა გაჟონა.
ფაილებიდან ირკვევა, რომ ქვეყანაში აყურადებენ და უსმენენ როგორც საელჩოების თანამშრომლებს, ისე უშუალოდ ელჩებს.
ფაილებში ასევე არის პირადი ინფორმაცია სინოდის წევრებზე, პატრიარქის მოსაყდრეზე, მღვდელმთავრებზე, პატრიარქის თანაშემწეებზე, ეპისკოპოსებზე, მონაზვნებსა და მათთან დაკავშირებულ პირებს. ჩანაწერების მიხედვით, უსმენდნენ საჯარო პირებს და ჟურნალისტებსაც.
ჩანაწერები 2013-2021 წლებით თარიღდება.
ჩანაწერის ავთენტურობას ადასტურებენ ის ჟურნალისტები, პოლიტიკოსები და აქტივისტები, რომელთა გვარებიც ჩანაწერებში ფიგურირებს.
პროკურატურამ, სავარაუდოდ, სუს-ის მერ მომზადებულ ჩანაწერებთან დაკავშირებით გამოძიება კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევის ფაქტზე დაიწყო.
tskaro