#38507426 · 26 Oct 2013, 00:27 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
გამარჯობა, ვეძებ პარტნიორს, რომელსაც ექნება ნიუსების დადების სურვილი (ჩემთან ერთად) ახლადშექმნილ საფეხბურთო საიტზე. უბრალოდ თარგმნა უცხოური საიტებიდან. (რუსული, ინგლისური, გერმანული არ აქვს მნიშვნელობა)
დასაწყისისათვის ენთუზიაზმზე მოგვიწევს მუშაობა, მაგრამ თუ არ დაგვეზარება საქმის კეთება რამოდენიმე თვეში (ჩემი გათვლით 3 თვეში) ფულადი შემოსავალიც იქნება.
ამის საფუძველს იძლევიან სუსტი კონკურენტები ამ სფეროში მიუხედავად ამისა მათაც კი ყავთ რეკლამის დამკვეთი. ფაქტიურად მსოფლიო სპორტია ერთადერთი ნორმალური კონკურენტი და აღარ იციან კომპანიებმა, ძირითადად ტოტალიზატორებმა სად დაუდონ თავიანთი რეკლამა.
რაც შეეხება მომავალში მოგების გადანაწილებას... აბსოლუტურად თანაბრად გაიყოფა, მიუხედავად იმისა რომ მე მეტი დატვირთვა მექნება (ტექნიკური მხარეც ჩემი მისახედია.)
მხოლოდ ნიუსების გამართულად წერა მოუწევს პარტნიორს...
ვიმეორებ ეს მიმართულება ძალიან მომგებიანია, რადგან ყველაზე ბევრი ფული აქვთ ტოტალიზატორებს და საქართველოში მათი ნაკლებობა ნამდვილად არაა, თანაც ერთმანეთთან მუდამ ცხარე კონკურენციაში არიან. ძირითადი გათვლა მათზეა, თუმცა რა თქმა უნდა სხვა ვარიანტებიც არის სპონსორის მოძიების.
შემეხმიანეთ PM-ში, მოგწერთ საიტის მისამართს, სხვა პირობებს, უფრო მეტს გიამბობთ და თავად შეაფასებთ პერსპექტივას.
|