ჯაბას დღიურია რა..

აკადემიურად დაწერილი და მის პიროვნებას უფრო ეცნობი, ვიდრე ობიექტურ
ინფორმაციას იღებ იმ პერიოდის მოვლენებზე..
თუმცა რადგან ეგეთI ნაშრომი მხოლოდ ჯაბას აქვს დაწერილი და შესაბამისად "გამარჯვებულები ისტორიას წერენ"
და ჯერ-ჯერობით სხვას (ნუ მე არ მინახავს ყოველ შემთხვევაში...) ეგეთი არაფერი დაუწერია, მაგალითად რომელიმე
ბობოლა ზვიადისტს ან იგივე ედეპეელს და ა.შ (თუ ბატონ ნოდარ ნათაძეს არ ჩავთვლით, მისი უკვდავი ნაშრომით "რაც ვიცი"

),
გამოდის რომ "სამი განზომილება" უკვე მაგ მნიშვნელობასაც იღებს, რომ ხალხი იმ პერიოდზე რაღაც დასკვნებს მაგ წიგნიდანაც
გამოიტანს და აგერ მაგალითად ერთ-ერთი სერიოზული დოკუმენტური ფილმი, რომელიც მინახავს - საკმაოდ დიდი დოზით
ეყრდნობა ჯაბას წიგნს და ნარატივიც შესაბამისია..
ამიტომ "სამი განზომილება" - დროის სვლასთან ერთად უფრო და უფრო მასშტაბური ხდება..

პს... ობიექტურობაზე თუ მიდგება საქმე... თამარ თორაძის წიგნი რომაა მაგაზე გაშიშვლებული და მძიმე
იმ პერიოდის საქართველო არსად მინახავს.. აკასთან ხომ არის ცოტა რომანტიზმი, ცოტა იუმორი და ამ თბილისურ-ძმურ
ამბებში გადატანილი ის ტრაგედიები, მაგრამ მანდ როგორც ზაზა ბურჭულაძემ თქვა პირდაპირ ყმუილი ისმის
George_Bestგადახედე ამ დოკუმენტურს თუ არ იცი - გაგისწორდება
ა, ეგია სიმონ, მეტი კი არაფერი.. (C) ფრანც კაფკა
Cette entreprise est remplie à ras bord avec des enculés irréalistes (C) შარლ მორის ტალეირანი
სამაიმუნოდ გვაქვს საქმე ?! (C) ჰერბერტ სპენსერი
ნწ ნწ, რა თაობა მოდის ?! W.B. იეიტსი
დააკელი აგური - არ მოგხვდება ამხან'აგური (C) ვალტერ გროპიუსი