შს სამინისტროს ბოლო მანქანა 5 თვის წინ აჩუქეს
ეკა ალფაიძე, ორშაბათი, 21 ოქტომბერი 2013 13:34
შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის ავტომანქანების ჩუქების ტენდენცია 2012 წლის ნოემბერში შეწყდა. ბოლო ჩუქება 2013 წლის მაისში განხორციელდა , როდესაც შპს "იბერია ავტო ცენტრმა" სამინისტროს ბონუსად 33 300 ლარად ღირებული "შკოდა ოქტავია" აჩუქა.
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ დღეს ახალი კვლევა - "საჯარო სამსახურებში ავტოსატრანსპორტო საშუალებების შეძენის წესი" გამოაქვეყნდა, საიდანაც ირკევა, რომ 2011-2012 -2013 წლებში შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა ფიზიკურმა და იურიდიულმა პირმა 87 ერთეული ავტომანქანა აჩუქეს. გავრცელებული ინფორმაციით ჩუქების უმეტესობა იძულებით ხასიათს ატარებდა. ნაჩუქარი მანქანების ფასი 29 ათასი ლარიდან იწყება და 124 200 ლარიანი "ტოიოტა ლენდკრუიზერით" მთავრდება, რომელიც ვინმე ნოდარ ტოტოღაშვილს 2011 წლის ივნისში უჩუქებია შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის.
ხელისუფლების შეცვლის შემდეგ ავტომანქანების უკან დაბრუნება არაერთმა მჩუქებელმა სცადა, თუმცა, სასამართლოში მათ ჩუქების დროს განხორციელებული ზეწოლის დადასტურება გაუჭირდათ. არაერთი განცხადების მიუხედავად, შს სამინისტრო ნაჩუქარი მანქანების დაბრუნებას ნებით არ აპირებს.
This post has been edited by Choncxis mzera on 21 Oct 2013, 14:08