საქართველოში პოსტსაბჭოთა სივრცეში უმუშევრობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია
15:31 2013-10-22
მსოფლიო სავალუტო ფონდის პროგნოზით, საქართველოში 2013 წლის უმუშევრობის მაჩვენებელი 1,7%-ით გაიზრდება
საქართველოში უმუშევრობის მაჩვენებელი ბევრად აღემატება არამარტო რეგიონის, არამედ ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნების მაჩვენებლებსაც. ერთადერთი გამონაკლისი სომხეთია, ოღონდ იმ განსხვავებით, რომ იქ მაჩვენებლის კლება ხდება, ჩვენთან კი მსოფლიო სავალუტო ფონდის, 2013 წლის პროგნოზით, 1,7%-ით გაიზრდება, იუწყება გაზეთი „ბიზნეს-რეზონანსი“.
ოფიციალური სტატისტიკით 2012 წელს საქართველოში უმუშევრობა 15%- შეადგენდა. 2014 წლისთვის, სავალუტო ფონდი მაჩვენებლის 17,3%-მდე აწევას პროგნოზირებს.
იგივე მაჩვენებელი თურქეთში სატაბილურად 10%-ს შეადგენს, რუსეთში 5,2-ს, უკრაინაში - 8%, აზერბაიჯანში კი 5%-ს.
http://newposts.ge/?l=G&id=21812