გამარჯობა, ვერ ვიპოვე დერმატოლოგთან დასასმელი კითხვის განყოფილება და აქ გავხსენი თემა
თუ ცუდად მოვიქეცი მომიტევეთ.
ესეიგი მაქვს ვიტილიგო უკვე 2 წელია რაც გამიჩნდა ხელებზე და სახეზე ოღონდ ძაან მცირე დოზით ფაქტიურად თუ არ დააკვირდი არ მეტყობა სახეზე განსაკუთრებით არ მეტყობა რაღაც კონკრეტულ დონეზე მივიდა და მგონი გაჩერდა და თან თეთრ კანიანი ვარ და ეგეც მეხმარება იმაში რო არ დამეტყოს
და მაქვს ესეთი კითხვა: შეიძლება თუ არა რომ გავიკეთო სვირინგი ან ვიტილიგო სადაც მაქვს იმ ადგილში ან ისე სხვა ადგილზე სადაც არ მაქ.
მოვისმინე რამოდენიმე აზრი ამ თემაზე რო სადაც სვირინგს გავიკეთებ შეილება იქ დაიწყოს კანის პიგმენტაცია

და არ შეილება სვირინგიო და თუ ვინმეს გაქვთ გამოცდილება და გაგიკეთებიათ სვირინგი ამ დიაგნოზით თუ შეიძლება რომ დამეხმაროთ

მადლობა წინასწარ