ციხის ყოფილი დირექტორის, ლაშა ბრეგვაძის წინააღმდეგ 600-მდე პატიმარმა საჩივარი შეიტანა
15:35 23-10-2013
ციხის ყოფილი დირექტორის, ლაშა ბრეგვაძის წინააღმდეგ 600-მდე პატიმარმა საჩივარი შეიტანა რუსთავის #17 სასჯელაღსრულების დაწესებულების ყოფილი დირექტორის, ლაშა ბრეგვაძის წინააღმდეგ პროკურატურაში 600-მდე პატიმარმა საჩივარი შეიტანა, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ადვოკატმა გიორგი სამუშიამ განუცხადა.
გიორგი სამუშია იმ წყალბურთელების ადვოკატია, რომლებსაც ლაშა ბრეგვაძის ცემის ბრალდებით აღმკვეთ ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდეს.
ამასთან, ადვოკატის ინფორმაციით, ციხის ყოფილი დირექტორის მიმართ პროკურატურას გამოძიება ჯერ დაწყებული არ აქვს.
"როგორც ჩემთვის ცნობილი გახდა, 600-მდე პატიმარმა პროკურატურას განცხადებით მიმართა, ლაშა ბრეგვაძის მიერ პატიმრების მიმართ არაადამიანური მოპყრობის ფაქტებთან დაკავშირებით. ეს ის ადამიანები არიან, რომლებიც სასჯელს იხდიდნენ სასჯელაღსრულების იმ დაწესებულებაში, რომელსაც ლაშა ბრეგვაძე ხელმძღვანელობდა. ლაშა ბრეგვაძე არაადამიანურად ეპყრობოდა პატიმრებს, ცემდა, აწამებდა. როგორც ჩემთვის ცნობილია, არაერთი ფაქტია დაფიქსირებული პატიმრების გარდაცვალების და გარდაცვლილების ახლობლებიც ამზადებენ საჩივარს ბრეგვაძის წინააღმდეგ", - განაცხადა ადვოკატმა.
მისივე თქმით, სოზარ სუბარის სახალხო დამცველობის პერიოდში გახმაურდა ფაქტი, რომ ციხეში პატიმრები გააშიშვლეს და ეს სახალხო დამცველმა საკუთარი თვალით ნახა. ადვოკატის თქმით, სწორედ ამ დროს ბრეგვაძე ხელმძღვანელობდა დაწესებულებას, სადაც პატიმრებს აშიშვლებდნენ.
InterPressNews.Ge"ამ კონკრეტულ საქმეშიც ჩანს დანაშაულის ნიშნები, თუმცა პროკურატურას, რომელიც ვალდებული იყო, გამოძიება დაეწყო, რეაგირება არ მოუხდენია", - განაცხადა გიორგი სამუშიამ.
"ინტერპრესნიუსი" ინფორმაციის გადასამოწმებლად, პროკურატურას დაუკავშირდა.
მთავარი პროკურატურის პრესსამსახურის ხელმძღვანელმა, ხათუნა პაიჭაძემ განაცხადა, რომ ლაშა ბრეგვაძე ამ დროისთვის პასუხისგებაში მიცემული არ არის, თუმცა არ არის გამორიცხული, მის წინააღმდეგ განცხადებები პროკურატურის კანცელარიაში შესული იყოს.
რაც შეეხება ლაშა ბრეგვაძის ცემის ფაქტს, იგი 12 ოქტომბერს თბილისში, არაყიშვილის ქუჩაზე ცემეს.
ამასთან, ადვოკატის თქმით, ბრეგვაძეზე ძალადობაში ბრალდებულების მიმართ სააპელაციო სასამართლომ დაუშვებლად სცნო დაცვის საჩივარი, რითაც ძალაში დატოვა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება.
სამივე დაკავებულს გიორგი ჩიხლაძეს, გიორგი გუდაძეს და ლევან კვარაცხელიას აღმკვეთ ღონისძიებად პატიმრობა აქვთ შეფარდებული.
http://www.interpressnews.ge/ge/samartali/...i-sheitana.htmlამაზე სქმე არააო აღძრული ?????????????