http://www.newposts.ge/?l=G&id=21891რა იცის პრემიერმა და რაში გაურიგდა ალასანია ახალაიებს - მჟავანაძის სკანდალური განცხადება
13:10 2013-10-23
უფლებადმცველთა გაერთიანების ხელმძღვანელი, ნიკოლოზ მჟავანაძე, გაზეთ "ალიასთან" საუბრისას აცხადებს, რომ მას ხელში ჩაუვარდა ფარული ჩანაწერი, სადაც საუბარია როლანდ ახალაიასა და ირაკლი ალასანიას გარიგებაზე: „ბიძინა ივანიშვილისთვის სამეგრელოში არჩევნების მოგება ძალიან მნიშვნელოვანი იყო.
ამ რეგიონის ხმებს ყოველთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა.
სამეგრელოში არ შეიძლებოდა, განსხვავებული რეიტინგი ყოფილიყო სხვა რეგიონებთან შედარებით და ამ დროს იქ პირწმინდად იქნა არჩევნები წაგებული.
ამ წაგების ერთი მთავარი მიზეზი ჩემთვის უკვე ცნობილია. მე დამიკავშირდა ადმაიანი, გადმომცა ფარული ჩანაწერი, სადაც დაზვერვის ყოფილი თანამშრომელი საუბრობს იმაზე, რომ ის პირველ ოქტომბრამდე სამეგრელოში იმყოფებოდა და პირდაპირი შეხება ჰქონდა როგორც „ნაციონალებთან“, ისე „ოცნებასთან“ და იცის ბევრი ისეთი რამ, რაც საზოგადოებისთვის უცნობია.
ეს ადამიანი აცხადებს, რომ ის ორი მილიონი დოლარი, რომელიც გამოყოფილი იყო არჩევნებისთვის, არ მოხმარდა არჩევნებს ალასანიას მხრიდან. ამასთან ერთად, დაინახა რა, ალასანიამ ახალაიას ძალა სამეგრელოში მან გადაწყვიტა, კი არ შებრძოლებოდა, არამედ გარიგებოდა ახალაიას გარკვეული საქმით: ის აძლევდა საპარლამენტო მანდატს როლანდ ახალაიას, სამაგიეროდ, საპრეზიდენტო არჩევნებში ახალაიები იმუშავებდნენ ალასანიაზე", - აცხადებს გაზეთ "ალიასთან" საუბრისას, უფლებადამცველთა გაერთიანების ხელმძღვანელი, ნიკოლოზ მჟავანაძე.
მჟავანაძე აცხადებს, რომ ეს ყოველივე მაშინ ხდებოდა, როდესაც ბიძინა ივანიშვილი ირაკლი ალასანიას კოალიციის პრეზიდენტობის კანდიდატად წარდგენას აპირებდა: „ეს იყო იმ საუბრის კვალდაკვალ, როდესაც ბიძინა ფიქრობდა ალასანია პრეზიდენტობის კანდიატად დაესახელებინა. რადგან ამ ადამიანმა იცოდა, რომ საპრეზიდენტო არჩევნები გაცილებით მნიშვნელოვანი იყო, ვიდრე საპარლამენტო მანდატი, რადგან პარლამენტში ის მაინც ხვდებოდა, ამიტომ ახალაიას გაურიგდა სამომავლო კარიერის ასაწყობად. თანხა რეალურად არც დაუხარჯავს. ახალაიებს სხვა ამბავშიც დაეხმარა, ის დათა ახალაიას გადაყვანაში ეხმარებოდა, თურქეთშიც გარკვეული ვოიაჟები ჰქონდა", - აღნიშნავს მჟავანაძე.