მოკლედ, თემა საფეხბურთოა, მაგრამ აქ ვხსნი, რადგან შედარებით მეტი მსგავს საკითხებში ჩახედული ადამიანი პოსტავს.
ჩემი უმორჩილესი თხოვნაა, თავი შევიკავოთ "ქართულ ფეხბურთს მაინც არაფერი ეშველება", "ნაცების დედა" ან "ქოცების" დედა ტიპის პოსტებისგან, უბრალოდ მაინტერესებს ამ საკითხში გარკვევა და იმიტომ ვხსნი. დღის ბოლოს დავხურავ.
საქმე რაშია, არსებობს ესეთი ადამიანი ლაშა ოდილაძე, რომელიც საფეხბურთო აგენტია და უნგრეთში მოღვაწეობს
როგორც პრესა წერს ( წყარო:
http://sportall.ambebi.ge/fexburti/qarthul...r-ithvleba.html )
ოდილაძემ აღმოაჩინა, რომ საქართველოს ევროკავშირთან ხელშეკრულება აქვს გაფორმებული, რომელიც ვიზებისა და დასაქმების გაიოლებულ წესს გულისხმობს. ლოზანის სპორტულ არბიტრაჟში უნგრეთის ფედერაციის შეზღუდვები გაასაჩივრა და ეს საქმე მოიგო.
შესაბამისად, ქართველი ფეხბურთელები უნგრეთში ლეგიონერებად (არაევროკავშირელებად) აღარ ითვლებიან და მათი ტრანსფერები მნიშვნელოვნად გაიოლდა.
რამე ვიცით ამ ხელშეკრულების შესახებ და მართლა ასეა?
This post has been edited by mancunia89 on 26 Oct 2013, 15:13