ლელა სამნიაშვილზე თემა ვერ აღმოვაჩინე კატალოგში და გამოვასწოროთ ეგ ამბავი

ჩემი აზრით, საკმაოდ საინტერესო პოეტი და მთარგმნელია, თქვენ რას იტყვით?
კრისტალიდანსიცხეში - გამთბარი - რა დასალევია -
წყალი, თუ ყინულის კვნიტი არ წკრიალებს -
გრძნობაში, რომელიც გადასარევია.
სამშობლოს ოხშივარს ვისუნთქავ კი არა -
უკვე სასულეში გადამცდა. ავყრიდი -
გრძნობიდან - ქვაფენილს. ვიცი, რომ გამიგებ.
და აეროპორტში ბოლო წუთს ნაყიდი
ქართული ღვინო რომ გაფრენის განრიგებს
და ცას გადავასხი და რკინის ფასკუნჯებს -
ამაზე გიამბობ მშობლიურ კაფეში.
და მიკვირს, ეს ღელვა რატომ არ მამუნჯებს
და ვიცი, ფიქრობ, რომ არ უნდა გაგეშვი -
სხვა მონატრებისკენ. რა დასალევია -
სიცხეში - გამთბარი წყალი. და ამიტომ
ამ გრძნობას, რომელიც გადასარევია -
მე ისევ ყინულის კრისტალში ჩაგიტოვ.
* * *მუხლი მაქვს და ფრთა არა მაქვს -
შენს კოშკებში ამოვსახლდე -
კორპუსების კუზებიდან.
თუნდაც ცხვრებმა გადამძოვონ -
სალამურის ძვალი ვიყო -
საძოვარის გულზე მინდა.
თვალს ვერ ვაწვდენ, სულ ერთია -
ქედებს, შენი მეჩონგურე
სულის წაწლებს.
სულეთი ხარ - ხევსურეთო -
რა ხანია მეწევი და
ცისკენ მასწრებ.
დაბრუნებამდე”შენს მუჭში ხელი დამეღალა” –
უცაბედი ღალატივით ფიქრია, როგორც –
”სამშობლოში ვერ ვიკეტები”.
ფილიპინელი გოგო რომ ვიყო,
ვილოცებდი დაძინებისას, რომ ჩემი სოფლის ახლოს
ვულკანს გაღვიძებოდა და მეცეკვა საკუთარ ფერფლში.
ირანელი გოგო რომ ვიყო,
შუა ქუჩაში მოვიხსნიდი ამ წუთს - თავსაფარს
და თვალებზე შემოვიხვევდი.
როგორც სადგურზე გადამსკდარი ჩემოდანი,
ნივთები და ტანსაცმელი რომ სცვივა, - უნდა
ჩავაპირქვავო, ჩავკეტო წუთი;
გამახსენდეს, რომ ვდგავარ სადღაც –
გალერეაში; უზარმაზარი ნატურმორტი მათვალიერებს, -
ტკბილეული ლამისაა სათითაოდ ამომაცალოს;
გამახსენდეს, რომ ჯერ კიდევ შემიძლია დაბრუნება,
რომ ჯერ კიდევ შეგიძლია დაბრუნება;
გამიცოცხლდეს შენს მუჭში – ხელი.
- შეგიძლია წყალნარევი ღვინო გამიკეთო, ბერძნულად? ოღონდ იცოდე, ვიდრე ასხამ, ჭიქაში ჰაერი არ ჩაგეპაროს..