
სააპელაციო სასამართლომ, საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ბაჩო ახალაია გაამართლა. გაერთიანებული შტაბის ყოფილ უფროსს გიორგი კალანდაძეს კი თანამდებობის დაკავების უფლება 3 თვის ვადით აეკრძალა.
სასამართლომ ალექსანდრე გორგოძესა და ზურაბ შამათავას თავისუფლების 5 წლით აღკვეთა შეუფარდა,მათ საბოლოოდ სასჯელად 3 წელი 9 თვე განესაზღვრათ. ისინი დარბაზშივე დააკავეს. ამასთან, ორივე მათგანს 9 თვის განმავლობაში საჯარო სამსახურში თანამდებობის დაკავების უფლება აეკრძალათ.
შეგახსენებთ, რომ საქმე ეხებოდა სამხედრო მოსამსახურეებისთვის სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების, თავისუფლების აღკვეთის ეპიზოდებსა და ზვიად აბესაძესთან დაკავშირებულ ეპიზოდს, როდესაც მას, პროკურატურის ინფორმაციით, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და თავისუფლება აღუკვეთეს.
ვიდეო * * *
არავის გაგიკვირდათ?
This post has been edited by wox1997 on 4 Dec 2013, 19:52