მინდა ტელევიზორი ფლეისთეიშენ 3-ისთვის ძირითადად. ათასში ორჯერ ფილმის საყურებლად. დადგმება საიდანაც უნდა ვიყურო 3 მეტრში მაქსიმუმ

მოკლედ 1000იანს და 1500იანსს ვერ ვქაჩავ და განვადებითაც არ მინდა. ამიტომ გადავწყვიტე 500-600 ლარის ფარგლებში ვიყიდო რამე

დავიარე დღეს არაი, ტექნობუმი, მეგატექნიქსი, ტექნოლუქსი , EE , სმაილი და ა.შ.
ამ ფასში ვნახე ესენი
Hitachi L32N05 419 GEL (Boom) LCD 50hz
Hitachi LD32HK08a 465 GEL (Hotspot) LED 50hz
Samsung LA32E420E2 549 GEL (Boom) LCD 60hz
LG 32LN541U 555 GEL (aray) LED 100hz
Toshiba 32PB200 560 GEL (Boom) LED 50/60hz (FHD)
Toshiba 32PU200E1 560 GEL (Boom) LED 50/60hz (FHD)
LG 32LN542B 589 GEL (Boom) LED 120hz (FHD) შემდეგ მივმართე გუგლს რომ გადაწყვეტილების მირებაში დამხმარებოდა მაგრამ აი დავიტანჯე რა

ვერ მივხვდი რომელი ვიყიდო.
1. რაც ადვილად გადავწყვიტე ზომაა. 32იანზე მეტი არ გინდა თუ 3 მეტრზე შორს არ ზიხარო. და ასევე LCD მოდელებს LED ვარჩიე, ხო ასეა?
2. ვკითხულობ ვკითხულობ და ზოგი ამბობს FullHD-ის აზრი არ აქვს 42-ზე ქვემოთ რაც არის, მით უმეტეს 32-იანზეო. დავუჯერო?
თან PS3-ის თამაშების 98% 720P-ში არის გაკეთებულიო მართალია?

3. მაგრამ ყველაზე მეტად რამაც დამტანჯა ესაა - ორი განსხვავებული აზრი hz-ზე.
უმრავლესობა წერს რომ 60hz სრულიად საკმარისია თამაშებისთვის, რადგან PS3-სგან მეტ სიგნალს მაინც ვერ იღებს ტელევიზორიო ( თუ რაღაც ამდგავარი) დაჟე ტელევიზორებს რომლებსაც "game mode" აქვს 60hz გადაყავს მაგასაცო და ამიტომ უაზრობაა 100hz-ო.
ზოგი კი ამბობს 100hz/120hz და 240hz უკეთესია თამაშებისთვის დინამურ და სწრაფ სცენებშიო, სადაც FPS მაღალიაო.
და ჰიტაჩის საერთოდ 50hz აქვს და ეგეც ვერ გავიგე იგივე იქნება რაც 60hz თუ დავიკიდო საერთოდ ის ჰიტაჩი.
4. მთავარი რაც არის თამაშებისთვისო როგორც ერთ-ერთმა ფორუმელმა დაწერა input lag , საერთოდ ვერ ვნახე ვერცერთ ამ ჩამოწერილ მოდელზე რამდენი აქვთ, არაა ინფორმაცია საერთოდ და როგორ გავიგო
This post has been edited by ანდროიდი on 29 Oct 2013, 21:49