დავიწყოთ იმით რომ პირველად ხდება საქართველოში, რომ პრეზიდენტი იცვლება არჩევნების გზით. შეგვიძლია თავი მოვიტყუოთ რომ ეს ადრე ესე იყო მაგრამ ჩვენ ხომ მაინც ვიცით სინამდვილეში რა იყო.
გვინდა არ გვინდა ყველამ უნდა აიღოს თავის წილი პასუხისმგებლობა საკუთარ არჩევანზე და მომავალ 5 წელიწადზე.
გარდა ამისა ძალიან მნიშვნელოვანი საკითხებია რომლებსაც ყველამ უნდა მიაქციოს ყურადღება, ეს ჩემი პუნქტებია იმის თუ რაოტმ უნდა წავიდეთ არჩევნებზე.
1. იცვლება ხელისუფლების ტრენდი, ე.წ ნეოლიბერალური ხელისუფლება შეიცვალა ევროპული ყაიდის მთავრობით, პირველად არის საქართველოს ხელისუფლებაში ხელისუფლება რომლის დეკლალირებული ღირებულებები ნამდვილად ევროპული სოციალური სახელმწიფოს მსგავსია, დაწყებული საყოველთაო ჯანდაცვის სისტემის დანერგვით და დამთავრებული სოფლის მეურნეობის სუბსიდირებით.
2. საქართველოში მთავრდება პოსტსაბჭოთა პოლიტიკა და იწყება, ნამდვილი ღია პოლიტიკური ცხოვრება, პოლიტიკური თანამდებობის პირებით და არა 96 პროცენტით არჩეული კერპებით.
3. არჩევნებზე მისვლით ჩვენ პრინციპულად უნდა დავაფიქსიროთ რომ გვინდა თანამონაწილეობა ქვეყნის აღმშენებლობაში.
პირადად მე ჩემს პონტში კი დავამატებდი ამას :
4. მარგველაშვილის არჩევით, ჩვენ ვირჩევთ იმ პროექტის გაგრძელებას რომელიც 2012 წლის 1 ოქტომბერს ერთად დავიწყეთ და ფაქტიურად ჩვენი გამოცხადებული ნდობით მას ვართმევთ არგუმენტს იმისთვის რომ თავი გაიმართლოს, პრეზიდენტი უშლის ხელს მას განახორციელოს ის რაც დაგვპირდა წინა არჩევნების დროს, შედეგად ხელისუფლებას ვაძლევთ უკანასნკელ გაფრთხილებას და კიდევ ერთხელ ვუცხადებ ნდობას.
5. ვამთავრებთ 20 წლიან მარაზმს

შეიძლება ახალი მარაზმს ვიწყებთ მაგრამ ზვიადისტურ მიშისტურ მარაზმს ცვეტში ვამთავრებთ