მომილოცავს
ვბრაზობდი ხოლმე ასეთ კლიშეებზე - სამი თაობა უნდა გაატარო უდაბნოში რომ თავისუფლებას ეზიარო,
ახლა ახალი, სამჯერ მშვიდოვიანად უნდა შეიცვალოს მთავრობა რომ ქვეყანა დემოკრატიული გახდეს.
არადა,
გაწი გამოწი, ეგრეა.
(ჯერ არ ვიღებთ პასუხისმგებლობას საერთოზე,
ოჯახზე კი, ოჯახზე ვართ პასუხისმგებლები და არჩევანსაც ამ პრიზმით ვაკეთებთ, ნიჩვო, გაგვივლის. თაობებისთვის არ მემეტებით, იმედი მაქვს თქვენივე ბიოგრაფიაში აღმოაჩენთ, რომ საერთო შენია, რომ პრევენცია უკეთესია და ქვეყნის ღირსება მთავარი პრევენციაა. რომ, რომ, რომ, ( კაი, არაა ფორუმი ამისთვის მწიფე) ,
ეს იქნება ჩვენიანად ან უჩვენოდ))
მაგ ნანატრი მიზნისკენ ბარიერული კლიშეების ( ხელისუფლების 3 ჯერ მშვიდობიან ცვლას) აღსრულებას რამდენიმე სიმპტომი აუცილებლად უნდა ახლდეს თან:
-ძველი იერარქი უძლური უნდა გახდეს მაგრამ უნდა განაგრძოს ცხოვრება ჩვენს გვერდით, არც ციხეში, არც საფლავში და არც სტილიზებულ ციხეში ( როგორც ედიკას მოუწია ყოფნა)
- იერარქი უნდა იყოს კლე.
ყოველ შემთხვევაში, ქვეყანაში უნდა იყოს ხალხის დიდი პლასტი, რომელიც თვლის, რომ იერარქი ( ექს იერარქი ან არსებული იერარქი კლეა) თუ ეს პირობა მიუღებელია შენთვის, ესეიგი შენი ადგილი ჩრდილოეთ კორეაშია.
- ქვეყანაში უნდა არსებობდეს ყოფილი მმართველი პარტია ( მრგვალი მაგიდა- მოქკავშირი მოკვდა იერარქობის დასრულებისთანავე)
- ქვეყანაში უნდა არსებობდეს ხალხის და პოლიტიკოსების პლასტი, რომელიც ხელისუფლებაში მოსვლას არათუ ოცნებობდეს, არამედ გეგმავდეს შემდეგი არჩევნებისთვის ( და არა მანამდე)
ამ პუნქტებიდან ყველას ერთად ვეზიარეთ.
რითაა ცუდი.
კონკრეტულ სიახლეზე. პრეზიდენტი მარგველაშვილია. ღმერთმა გაუმარჯოს, მეორე პუნქტი თქვენთვის იყო აქამდე ძალაში, ახლა ჩემთვისაა. მაინც ხეირია, კომპლექტშია ეგ სიმპტომი დემოკრატიული საქართველოსთვის მისაღწევად. ასე რომ მშვიდად ვარ.
სულ მინდოდა მეცხოვრა საქართველოში, სადაც იერარქი იქნებოდა ჩვეულებრივი ადამიანი.
რატომ? იმიტომ რომ მშურდა რუსების, რომელთაც 3 მეფე ჰყავდათ კლინიკური დებილი, მაგრამ მათ მეფობაშიც კი, ქვეყანა ყვაოდა და იზრდებოდა იმით, რომ სისტემა ( პატრიოტული მოწესრიგებული სისტემა) მუშაობდა.
იქნებ ვეღირსო საქართველოს, სადაც 60% იტყვის, ამ ქვეყანაში წესრიგი ჩემი შესანარჩუნებელია, და არა იერარქის.
ანუ შანსია ხეირში დავრჩე, აბა ხალხი წესრიგს მარგველაშვილს ხომ არ მოსთხოვს? გამორიცხულია. ვერც ბიძინას ზეგ დასაჩეკ პრემიერმინისტრს ვერ მოსთხოვს, იმიტომ რომ ის დღეს ნოლია.
ანუ პასუხისმგებლობა გადადის ხალხზე.
ვნახოთ რას იზამს ხალხი.
მე იდეალისტი ვარ და ხალხის ქცევის ძალის მჯერა. ეს ძალა უფრო მაღლა დგას ვიდრე მთავრობის ძალა, დამიჯერეთ. ყოველთვის ასეა.
ასეთი კარგები ვიყავით ედიკას დროს, ასეთები კარგები ვიყავით მიშას დროს. ვნახოთ რამდემად კარგი შეიძლება ვიყოთ ამ რასკლადში, ხო ვამბობ რომ სწორედ ეს რასკლადი დიდ შანსს ტოვებს რომ ძაან კარგები გავხდეთ.
ეს ბოლო აბზაცი გასავრცობია და სხვა თემა სჭირდება, ნუ დაიგრუზები.
ასე რომ:
გილოცავთ თქვენი ჯილას არჩევას
ჩემ თავს ვულოცავ რომ ვცხოვრობ საქართველოში, სადაც იერარქი ჩვეულებრივი ადამიანია ( ადამიანები პრემიერის ჩათვლით) , თითქმის სკპლის დირექტორის ლოტოტრონის მსგავსად არჩეული.
ძაან საინტერესოა რა მოხდება. რას იზამს ხალხი, და რას იზამ შენ.
ჩაიძირები კორუფციაში, მოდუნდები და დაკმაყოფილდები მიშას აშენებულით?
არჩევანი შენზეა და ამ არჩევნების თარიღია 2013-2017 წლები.
ომი წინ რომ გვქონდეს მარგველას გაპრეზიდენტება ჩემთვის ტრაგედია იქნებოდა, 100% ისე მოიქცეოდა რომ საქართველოს გაერთიანების პერსპექტივა დაჰკარგვოდა,
მაგრამ
ომი უკანაა, ის ომი, რომლის აუცილებლობაც დამოკლეს მახვილივით ეკიდა საქართველოს თავზე, მიშამ იდეალურად ჩაატარა, საუკეთესო ანკესები გვაქვს გადაგდებული მომავლისთვის. ამისთვის მადლობა მიშას. მან საქართველოში ომის პარტიის საჭიროება დაასრულა.
ჯერი მშვიდობის პარტიაზეა.
თუნდაც "მშვიდობის პარტიაზე"
4 წელი ისტორიისთვის ერთი წამია, ხოლო ერის მენტალიტეტის შეცვლისთვის ( ე. წ. ჭკუის სწავლებისთვის) ასევე ძაან ხანმოკლე პერიოდია.
რეზიუმე:
გილოცავთ ახალი პასუხისმგებლობის ზონაში შესვლას.
არ გავიგო თქვენგან ჭინჭყლობა და ოპოზიციონერობა. უერთგულეთ თქვენს არჩევანს.
მოსულა?
ეგაა
"მიშისტთან კამათი, იგივეა რაც ინდაურთან ჭადრაკის თამაში: შეიძლება მსოფლიოში უძლიერესი მოთამაშე იყო, მაგრამ ის წააქცევს ყველა ფიგურას, მოჯვავს დაფაზე და ამაყად გაიჭიმება"
მიშას ხმა ისმის მთელ რუსთაველზე და ათობით ათასი ადამიანი მის სახელს სკანდირებს (c) დიდგორა