რაზე ვესაუბროთ გოგონას შეხვედრისას
დავუშვათ, ახალგაცნობილ გოგონას დაუნიშნეთ პაემანი ან შეგექმნათ ისეთი სიტუაცია, რომ საპირისპირო სქესის წარმომადგენელთან მარტო დარჩით - მაგალითად, მატარებლით მგზავრობისას; დგება მომენტი, როდესაც გრძნობთ იმის აუცილებლობას, რომ საუბარი უნდა წამოიწყოთ, მაგრამ რაზე, არ იცით, იმიტომ, რომ არც სკოლაში და არც ოჯახში ამას არ ასწავლიან.
მაგალითად, ადრე, რევოლუციამდე, თავად-აზნაურთა შვილების სასწავლო პროგრამაში აუცილებლად შედიოდა ცეკვა, დახვეწილი მანერები და ეტიკეტი. მსგავსი დელიკატური საკითხების ათვისებასაც დიდი ყურადღება ექცეოდა.
დასაწყისისათვის აუცილებელია, რომ სწრაფად მოისაზროთ, რა იცით გოგონას შესახებ. თუ მისი დიდი ხნის ნაცნობი ხართ, სიტუაცია ბევრად უფრო მარტივადაა. გაიხსენეთ მისი ცხოვრებისეული ინტერესები და ისაუბრეთ მათ შესახებ.
შეკითხვების რეჟიმში საუბრის წარმართვა იდეალური საშუალებაა ინფორმაციის მისაღებად, მათ შორის იმაზეც, თუ რას მოელიან თქვენგან და რა არ უნდა მოიმოქმედოთ. უბრალოდ, მოსმენის უნარი უნდა გქონდეთ, ანუ ყურადღების კონცენტრირება უნდა მოახდინოთ და მართლაც ჩასწვდეთ იმის არსს, რაზეც გესაუბრებიან.
http://www.adami.ge/rchevebi/344-raze-vesa...html?lang=ka-GEროგორ მოვხიბლოთ გოგონა? - ეს კითხვა ჯერ კიდევ ნაპოლეონს აწუხებდა
საუბარი გოგონასთან ისეთი მიმართულებით წარმართეთ, რომ დაკითხვას არ დაამსგავსოთ - იყოს ცოცხალი, ბუნებრივი და თავისუფალი. ამისათვის უფრო უპრიანი იქნება, თუ დასაწყისში საკუთარ თავზე, მისწრაფებებსა და ინტერესებზე ეტყვით ორიოდ სიტყვას და შემდეგ იმავეზე მისი აზრით დაინტერესდებით, თანაც გზადაგზა თქვენი გატაცებებისა და უნარების შესახებაც ეცადეთ რამდენიმე სიტყვის ჩართვა.
მაგალითად, თუ საცურაო აუზის ხშირი სტუმარი ხართ, მასაც შესთავაზეთ, თუ საწინააღმდეგო არაფერი ექნება, კომპანია გაგიწიოთ. თუ საუბარი წიგნებზე ჩამოვარდება - რაიმეს წაკითხვა შესთავაზეთ.
იდეალური ვარიანტია იმ წიგნის გაგრძელების წაკითხვა, რომელიც გოგონას უკვე წაკითხული აქვს. მოკლედ, გამოავლინეთ ფანტაზიის უნარი.
თუ რომელიმე თემაზე საუბრის შემდეგ იგრძნობთ, რომ ყოველმხრივ ამოწურეთ შესაძლებლობები, ბუნებრივი პაუზა გააკეთეთ და მოხერხებულად გადაიტანეთ საუბარი სხვა თემაზე.
რაზე არ უნდა ისაუბროთ გოგონასთან, პირველ ყოვლისა, არ უნდა მოიტყუოთ. ჯერ ერთი, ეს ერთადერთი საშუალებაა, რომ საკუთარ გამოგონილ ისტორიებში არ დაიბნეთ.
რასაკვირველია, შეგიძლიათ უამბოთ ზღაპრები, შექმნათ რაღაც ლეგენდები, მაგრამ ყურადღება მიაქციეთ იმას, რომ საბოლოო ჯამში ამან ყველაფერმა შეიძლება თქვენს საწინააღმდეგოდ იმოქმედოს. ტყუილი ოდესმე მაინც გამჟღავნდება და სათანადო რეაგირებას გამოიწვევს.
Do not argue with an idiot. He will drag you down to his level and beat you with experience
"მიშისტთან კამათი, იგივეა რაც ინდაურთან ჭადრაკის თამაში: შეიძლება მსოფლიოში უძლიერესი მოთამაშე იყო, მაგრამ ის წააქცევს ყველა ფიგურას, მოჯვავს დაფაზე და ამაყად გაიჭიმება" © ჩოხა