The Order: 1886

ჩემი აზრით ეს თამაშიც იმსახურებს ცოტაოდენ ყურადღებას...
ვეცდები ცოტა ცნობები დავდო...
დეველოპერი: Ready at Dawn
გამომცემელი: Sony Computer Entertainment
მწარმოებელი: SCE Santa Monica Studio
ძრავა: ProFX
პლატფორმა: PlayStation 4
ჟანდრი: Action-adventure
თამაშის შესახები:სტუდია Sony Santa Monica და Ready at Dawn, The Order–ს საკუთარ ყველაზე ამბიუციურ პროექტად თვლიან.
ძრავზე მუშაობა 2009 წელს დაიწყო და ჯერ კიდევ მაშინ ითვალისწინებდნენ PS4–ის სტანდარტებს.
კამერა მოძროაბს უფრო კონემატოგრაფიულად და გმირის მხარზე ის დიდი ხნით არ ჩერდება. მწარმეობლებს სურთ, რომ თამაში აღიქმებოდეს როგორც მაღალბიუჯეტიანი ფილმი; დამეთანხმებით, აქ ძალიან დიდი სიფრთხილეა საჭირო.
ფიზიკაც განვითარების ახალ დონეზე გადავიდა. ნგრევას დეფორმაციაც დაემატა. მაგალითად, მეტალი გაიღუნება მოხვედრილი ძალის და მისკენ მიმართული მაგნიტური ველის შესაბამისად, ხოლო ძველი შენობების გადახრის კუთხე და ბზარების რაოდენობა მასზე მოქმედ წნევაზე იქნება დამოკიდებულ.
თამაშის სიუჟეტი ისტორიას, ფანტასტიკას, სამეცნიერო ფანტასტიკას და მითოლოგიას მოიცავს. შინაარსი ასეთია: ისე გამოვიდა, რომ ევოლუციის პერიოდში ჰომოსაპიენსი ორ რასად გაიყო: ერთი — ადამიანი, მეორე — უწმინდური. უნდა აღინიშნოს, რომ ეს უკანასკნელი ბრიტანული მითოლოგიის ერთ–ერთ საპატიო წევრს წარმოადგენს. მათ შორის დაიწყო ომი, რომელიც საუკუნეების მანძილზე გაგრძელდა და ისტორიის მსვლელობა შეცვალა.
მეფე არტურმა მრგვალი მაგიდის რაინდები მოიწვია, სადაც გადაწყდა, ნებისმიერ ფასად, კაცობრიობის დაცვა უწმინდურებისგან. ამასთან, რაინდებმა აღმოჩინეს მაგიური შავი წყალი (Black Water) — ნივთიერება, რომელიც ჰკურნავს ჭრილობებს და აფერხებს დაბერების პროცესს. მისი საშუალებით, მათ პირობა დადეს სამუდამოდ ემსახურონ ადამიანთა მოდგმას, თუმცა ყველაფერი ისე არ მოხდა, როგორც ჩაფიქრებული იყო — XIX საუკუნეში, უწმინდურებმა თითქმის სრული გამარჯვება მოიპოვეს, მაგრამ მეცნიერულმა აღმოჩენებმა ადამიანიებს იმედის ნაპერწკალი ჩაუსახა. ვიდეო–რგოლიდანაც ნათლად ჩანს, რომ გმირები დაჟანგული პისტოლეტებიდან არ ისვრიან.
მოქმედების ადგილი — ქაოსში გახვეული ლონდონი. ომის პირობებშიც კი არ შენელებულა კლასებს შორის შუღლი და დაპირისპირება: ქალაქში მცხოვრები ღარიბები და ამბოხებულები, კვალვინდებურად, ხელისულდებას და მდიდრებს ებრძვიან. ამ დროისთვის, ორდენის დისლოკაციის ადგილს ლორდთა პალატა წარმოადგენს და ის მმართველი ორგანოების მფარველობის ქვეშ იმყოფება. მთავარი გმირი ვინმე სერ გრეისონ გალაჰადი (Sir Grayson Galahad) გახლავთ — ყველაზე ძლიერი და გამოცდილი რაინდი. საუკუნეების მანძილზე, ის ძალიან ბევრ უცნაურ და საინტერესო ფაქტს შეესწრო, რამაც მასში პიროვნული გაორება გამოიწვია. გარდა ამისა, ძირითად პერსონაჟებს შორის მარკიზ დე ლაფაიეტიც მოხვდა — რეალური პიროვნება, რომელიც 19 წლის ასაკში შეერთებული შტატების ჯარების გენერალი გახდა.
რამდენიმე ნაწილად გაყოფილი სიუჟეტური ხაზი RPG-ელემენტებს, ღია სამყაროს და სოციალურ თემას მოიცავს. აქიდან რა გამოვა, ჯერჯერობით უცნობია.

მწარმოებლები ჯერჯერობით თავს არიდებენ მულტიფლეერზე ან კოოპერატიულ რეჟიმზე საუბარს, თუმცა, შესაძლოა, მათი რეალიზება მაინც მოხდეს თამაშში.
empty as my mind...