ბიძინა ივანიშვილი - საქართველო შუა აზიიდან წამოსულ ტვირთებს ისევ გაატარებს
25 ოქტომბერი / 2013
პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, საქართველო დაკარგულ სატრანზიტო ფუნქციას იბრუნებს, რის მისაღწევადაც ყაზახეთან საქართველოს მთავრობამ დიდი ძალისხმევა გასწია.
"ჩვენმა წინაპრებმა დაგვიტოვეს უნიკალური ადგილი, პატარა ადგილი, სადაც ყველაფერმა შეიძლება გაიაროს. ლამის კლავდნენ ამ ტრანზიტულ ფუნქციას. ყველა წელიწადს მილიონი ტონით ნაკლები ნავთობპროდუქტი გადიოდა შუა აზიიდან კასპიის ზღვის გავლით. ჩვენ უამრავი ენერგია დავხარჯეთ და სახელმწიფოს, პრეზიდენტის დონეზე გავედით, რადგან ისე ვერ გადავწყვიტეთ საკითხი. საქართველოს დაუბრუნდება ის ფუნქცია, რაც შუა აზიიდან პრაქტიკულად დაკარგული იყო _ ყაზახეთიდან აღარაფერი შემოდიოდა. ამისთვის მინდა, მადლობა გადავუხადო ბატონ ალიევსაც, რომელიც ფაქტს გაგებით მოეკიდა. ეს მათთვისაც სასარგებლოა", - განაცხადა ივანიშვილმა ტელეკომპანია "კავკასიის" ეთერში.
მისივე ინფორმაციით, პროცესი დაწყებულია და საქართველოს რკინიგზა 4-5 მილიონ ტონაზე მეტი ტრანზიტული ტვირთით დაიტვირთება. "ტრანზიტი კიდევ უფრო გაიზრდება შემდეგ წლებში და საქართველო შუა აზიიდან წამოღებულ ტვირთებს გაატარებს. პორტებიც დაიტვირთება, რკინიგზაც და სამუშაო ადგილებიც შეიქმნება", - აღნიშნა პრემიერმა.
გარდა ამისა, ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ საქართველოდან გაქცეული ყაზახელი ბიზნესმენების ქვეყანაში შემობრუნებაზეც მუშაობს.
მგონი გუბაზას ოცნებების ასრულება იწყება