საქართველოს პრეზიდენტმა ბავშვთა ქალაქ „მზიურის“ ტერიტორიის ნაწილს (დაახლოებით 59 000 კვ.მ.), 2013 წლის 2 სექტემბრის ბრძანებულებით, განსაკუთრებული რეგულირების სარეკრეაციო ზონის სტატუსი მოუხსნა. შეგახსენებთ, რომ ტერიტორიას ეს სტატუსი 2010 წლის 21 ივლისის ბრძანებულებით, თავად პრეზიდენტმა მიანიჭა.
მზიურის საზღვრები ოფიციალურად დადგენილი არ არის და მისი ფართობი პირობითად განსაზღვრულია 52 800 კვ.მეტრით, ხეობაში გაშენებული მწვანე საფარის განფენილობის მიხედვით. ტერიტორია ნაკვეთებათაა დაყოფილი და დიდი ნაწილი კერძო საკუთრებაშია, თუმცა, საკუთრების მიუხედავად, ტერიტორიას სარეკრეაციო ზონა 2–ის სტატუსი ჰქონდა მინიჭებული. გარდა ამისა, ტერიტორიას მშენებლობისგან პრეზიდენტის ბრძანებულებაც იცავდა, რომლითაც „მზიურს“ განსაკუთრებული რეგულირების სარეკრეაციო ზონის სტატუსი მიენიჭა.
„მზიურის“ ფარგლებში უკანონოდ გასხვისებული ნაკვეთების შესახებ იურიდიული კვლევა „უსაფრთხო სივრცის“ საიტზე ჯერ კიდევ 2012 წლიდან დევს. კვლევაში ნათლად ჩანს, რომ პარკის საზღვრები 2000–2012 წლებში მკვეთრად შეიცვალა და ნაკვეთებს კერძო მფლობელები გამოუჩნდნენ. 2012–2013 წლებში, კერძო მფლობელებმა, თავიანთი კუთვნილი ნაკვეთებისთვის სტატუსის შეცვლის მოთხოვნით, თბილისის არქიტექტურის სამსახურს უამრავჯერ მიმართეს, მაგრამ სამსახური, უმრავლეს შემთხვევაში, მათ უარს ეუბნებოდა და საფუძვლად პრეზიდენტის 2010 წლის 21 ივლისის ბრძანებულება მოჰყავდა. 2013 წლის 2 სექტემბერს, პრეზიდენტმა ბრძანებულება გამოსცა, რომლითაც მზიურის ფარგლებში არსებულ თითქმის ყველა კერძო ნაკვეთს „განსაკუთრებული რეგულირების სარეკრეაციო ზონის“ სტატუსი მოუხსნა. ამ ნაკვეთების საკადასტრო კოდებია: 01.14.14.005.155; 01.14.14. 005.160; 01.10.16.008.013; 01.10.16.008.014; 01.10.16.008.015; 01.14.14.009.018; 01.14.14.005.072; 01.14.14005.073; 01.14.14.010.030; 01.14.14.005.095; 01.14.14.005.090; 01.14.14.005.134; 01.10.17.023.011;
01.10.17.023.006.
აკი ჰაიდ-პარკი, ცენტრალ-პარკი და ბლა-ბლა,ბლა!
http://safespace-tbilisi.com/index.php?opt...en#.Um4zKuWII8F This post has been edited by markes on 28 Oct 2013, 14:05
Тьму победить нельзя, тьма — непобедима. Но всегда можно включить свет
Заведите себе собственное мнение. Оно тяжело в уходе, требовательно, но это того стоит.
Не люблю когда алюминиевый чайник строит из себя хрустальную вазу