მოგესალმებით მეგობრებო.
საკმაოდ მომრავლდა Jeep Grad Cherokee საქართველოში და დროა რომ მისი კლუბიც ჩამოყალიბდეს.
აუცილებლად გვექნება შეკრებები, დავამზადებთ ლოგოებს, ინტერნეტიდან შევუკვეთავთ სხვადასხვა აქსესუარებს, მაისურებს, მოკლედ დროს ტყუილად არ დავკარგავთ
ახლა კი დროა ჩამოვაყალიბოთ მოდელები, მათი კომპლექტაციები.
პირველი გრანდ ჩეროკი გამოვიდა 1991 წელს.
Jeep Grand Cherokee I (ZJ)
პირველი წელი გამოდიოდა მხოლოდ ერთი ძრავით მაგრამ განსხვავებები იყო თუნდაც ძრავებში.
4.0 i (190 Hp)
4.0 i Limited (184 Hp)
შემდგომ დაემატა სხვა უფრო მოზრდილი ძრავები და ასევე დიზელის ვერსიებიც ევროპული ბაზრისთვის.
2.5 TD (115 Hp)
4.0 i (177 Hp)
4.0 i Limited (180 Hp)
5.2 i V8 4WD (220 Hp)
5.2 i V8 Limited (211 Hp)
5.2 i V8 Limited (215 Hp)
5.9 i V8 (245 Hp)
თითოეული მათგანი განსხვავდებოდა და განსხვავდება ვიზუალურად... ჯიპის ფაქტიურად ნებისმიერი მოდელის განსხვავება შეიძლება ერთმანეთისგან გარეგნული დიზაინით.
ესეც მისი ფოტო. პირველი ჯიპი.

1999 წლიდან მოგვევლინა სრულიად ახალი ჯიპი.
Jeep Grand Cherokee II (WJ)
პირველისგან სრულიად განსხვავებული დიზაინის მქონე, როგორც ინტერიერის, ასევე ექსტერიერის. საკმაოდ მომხიბვლელ მანქანად რჩება დღემდე.
ამ მოდელში მწარმოებლებმა ცოტათი შეცვალეს ტაქტიკა. ძრავები შეცვალეს და ძველიდან დატოვეს მხოლოდ ერთი ძრავი 4.0 i (190 Hp), მაგრამ აქცენტი გააკეთეს კომპლექტაციებზე და მანქანის უშუალოდ ეგრედ წოდებულ ნავაროტებზე და ვიზუალურ მხარეზე.
კომპლექტაციები:
Laredo
Limited
Overland
ძრავები
4.0 i (190 Hp)
4.7 i V8 (220 Hp)
4.7 i V8 (235 Hp)
4.7 i V8 (265 Hp) (მხოლოდ Overland მოდელებზე)
2.7 CDRi (163 Hp)
3.1 TD (140 Hp)
რა თქმა უნდა ვიზუალურად ძალიან განსხვავდებიან ეს მოდელები, ძირითადი განსხვავება კი მფლობელებს ხვდებათ უშუალოდ ავტომობილის კომპლექტაციაში.
ესეც მისი ფოტო

2004 წლიდან მწარმოებელმა კიდევ განაახლა თავისი და მომხმარებლების ავტოფარეხი, ოჯახის ახალი წევრით.
Jeep Grand Cherokee III (WK)
ბევრის თვალსაზრისით ეს არის ჯიპის ყველაზე ლამაზი მოდელი მაგრამ მე თუ მკითხავთ ეს არის გემოვნების ამბავი, ზოგს შეიძლება ძველი კუზაოც კი მოსწონდეს უფრო ვიდრე ეს

ამიტომ ჩემი თვალსაზრისით ამ საკითხზე დავა არ ღირს!
ისევ რადიკალურად განსხვავებული დიზაინი როგორც ინტერიერის ასევე, ექსტერიერის, არაფერი საერთო არ აქვს თავის წინამორბედებთან...
ამ მოდელით, ძალიან გაახარეს მწარმოებლებმა სიჩქარის და Drag-ის მოყვარულები რადგან წარმოებაში გამოუშვეს SRT8 მოდელი, რომლის აბრივიატურა იშიფრება როგორც Street Racing Technology. ერთ ერთი ყვეკაზე სწრაფი ავტომობილი SUV კლასიდან დღეს დღეობით.
კომპლექტაციები
Laredo
Limited
Overland
SRT8
ძრავები
3.7 i V6 4WD (210 Hp)
4.7 i V8 2WD (238 Hp)
4.7 i V8 4WD (230 Hp)
4.7 i V8 4WD (305Hp)
5.7 i V8 4WD (325 Hp)
6.1 i V8 (432Hp) (მხოლოდ SRT მოდელებზე)
3.0 CRDi 4WD (218 Hp)
ესეც მისი სურათი (კომპლექტაცია SRT)

2010 წლიდან კიდევ ერთი სიურპრიზი მწარმოებლისგან.
კიდევ ერთი, ძალიან ლამაზი და დახვეწილი მოდელი გამოვიდა.
Jeep Grand Cherokee IV (WK2)
კომპლექტაციები
Laredo
Laredo E
Limited
Overland
Summit
SRT (2011) წლიდან
ძრავები
3.6 V6 (286 Hp)
5.7 V8 (352 Hp)
SRT-8 6.4i V8 (468Hp)
3.0TD V6 (241Hp)
და რა თქმა უნდა მისი ფოტოც
კომპექტაცია SRT

იაქტიურეთ მეგობრებო

წინ ბევრი სიახლე და ხალისობა გველის
1. Dodge Intrepid 2,7
2. Dodge Neon 2.0
3. Dodge Stratus 2.4
4. Jeep Grand Cherokee 4.0 242
5. Jeep Grand Cherokee Limited 4,7 V8 230HP
6. Jeep Grand Cherokee Limited 4.7 V8 270HP
7. Jeep Grand Cherokee Limited 4,7 V8 Unknown HP
8. Lincoln Navigator 5.4L V8 305HP