დავუშვათ, გამოქვეყნებული ეგზიტპოლები ზუსტია.
ანუ:
მარგველაშვილი - 67% = 1 105 000
ბაქრაძე - 19% = 313 500
ბურჯანაძე - 9% = 148 500
დანარჩენები - 5 % = 82 500
არცევნებში მონაწილეობა მიიღო ამომრჩეველთა 47%-მა, რაც არის 1 650 000 კაცი (დაახლოებით)
შარშან, საპარლამენტო არცევნებში აქტივობა იყო 61-62%, ანუ დაახლოებით 15%-ით მეტი, ვიდრე დღეს. რაც დაახლოებით 500 000 ადამიანია.
ჰოდა, მოდი შევტანხმდეთ რამდენიმე ასპექტზე:
1) ნაციონალების (ბაქრაძის) ხმები არის მყარი. ანუ თუ დღეს, არცევნებში 313 500-მა კაცმა მისცა ბაქრაძეს ხმა, ეს ნიშნავს რომ დღეს ნაციონალებს ჰყავთ 313 500 მომხრე (ნუ პლიუს-მინუს 1%), რომელთა კლებაც საკმაოდ შენელებული პროცესია (რადგან დასაკლებმა უკვე დაიკლო და ახლა უკვე შემცირდა ამ ეტაპზე ეგ პოროცესი), თუმცა გაზრდათ თითქმის წარმოუდგენელია, რადგან ვინც ნაციონალი არაა, თიტქმის ყველა მკაცრად ანტინაციონალია და იგივე ოცნების რეიტინგის კლება (თუ ა სეთი რაღაც მოხდა) არანაირად არ აისახება ნაციონალების რეიტინგზე დადებიტად, უფრო მესამე ზალისკენ გადაიქაჩება ის ხმები.
2) მარგველაშვილის 68%-იანი რეიტინგი არის ბიძინა ივანიშვილის რეიტინგი. ფაქტია, დღეს 68% მიიღო არა მარგველამ, არამედ ბიძინამ. მარა ბიძინა კი სადღაც 1 თვეში მიდის (როგორც ტავად ბრძანა), ანუ მარგველას 68%-ს წყალი უდგება, მითუმეტეს თუ ბიძინას წასვლით ფინანსებიც დააკლდება ოცნებას.
3) ბურჯანაძის 9% არის არა პირადად ბურჯანაძის ხმები, არამედ დიდწილად ქართული ოცნებით (ანუ ივანიშვილით) იმედგაცრუებული ხალხის ხმები. ბურჯანაძემ უბრალოდ ის ვაკანტური ადგილი დაიკავა, რომელიც ქართული პოლიტიკური სივრცის მაგ სეგმენტში (რადიკალურად ანტინაცურ-ანტიდასავლურ სეგმენტში) გაჩნდა, თუმცა ეგ სეგმენტიც მთლაინად არ ყოფილა ათვისებული ბურჯანაძის მიერ, რადგან მისი ნაციონალური წარსული, განსაკუთრებით კი 2007 წლის ნოემბერი, დიდ შავ ლაქად ამჩნევია მის კარიერას და მისდამი უნდობლად განაწყობს რადიკალურად ანტინაციონალურ ამომრცეველს (ვინც იდეაში ნინოს ხმარდამჭერი უნდა ყოფილიყო).
4) პოლიტიკურად მეტ-ნაკლებად აქტიური ის 500 000 ადამიანი, ვინც 1 წლის წინ მონაწილეობას იღებდა საპარლამენტო არჩევნებში, მარა დღეს სახლში იჯდა ფაქტია, დღეს წარმოდგენილ ყველა ზალას უნდობლობას უცხადებენ, რაც ალბათ ნიშანვს რომ მათი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი სწორედ III სეგმენტის ტიპის ამომრჩეველია (რადგან პრო-ნაცურიც და პრო-ბიძინისტურ/პრო-დასავლურიც დღეს არჩევნებზე მივიდოდა), რადგან ყოფილი ნაციონალი ბურჯანაძე, მათთვის დანარცენებივით მიუღებელი იყო.
აი ამ ყველაფრის ფონზე, ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლის სემდეგ, ვასაძე რომ გამოჩნდეს ქართულ პოლიტიკაში, როგორ გგონიათ, რა ადგილს დაიკავებს ქართულ პოლიტიკაში?
ნუ ახლა ნაცებს, თავიანთ 300 000 - 320 000 მხარდამჭერს იასნია ვერ წ აართმევს, ეგ ხალხი პირველი ანტი-ვასაძისტები იქნებიან, მარაა, აი ბურჯანაძის მხარდამჭერთა უდიდესი ნაწილი + სახლში დარჩენილი და ბურჯანაძის ნაციონალური წარსულით უკმაყოფილო III სეგმენტის შემაგდენელი ნაწილი + ბიძინას წასვლის შემდეგ, მარგველას ხმარდამჭერი 68%-ის მნიშვნელოვანი წილი ხო გადავა მის ბანაკში?
ჰოდა გვექნება ა სეთი პოლიტიკური რეალობა:
ვასაძე - I პოზიციაზე
ოცნება - II პოზიციაზე
ნაცები _ III პოზიციაზე მყარად.
ბურჯანაძისგან განსხვავებით, მიშისტური წარსული არ უმახინჯებს ვასაძეს ბიოგრაფიას, აი მისი "რუსეთუეობა" კი იმ ნაწილის თვალშია გრეხი, ვინც ისედაც ყველა ვარინატში მისი მოწინააღმდეგე უნდა ყოფილიყო...
ასე რომ ნაადრევად ნუ ისვრით ჰაერში ხლაპუშკებს ნაცებო, თქვენი III ადგილზე ჩამოლაბორანტება სულ რამდენიმე თვის საქმეა

+ ივანისვილს კი ჰქონდა ეკლესიის მხარდაჭერა, იპირადადაც კარგი ურთიერთობა ჰქონდა იგივე პატრიარქთან, აფინანსებდა ზოგიერთი ტაძრის მშენებლობას (სამების), მაგრამ... ტავად ივანიშვილს არასდროს გაუკეთებია აქცენტი ეკლესიურობაზე და ეკლესიურ ფასეულობებზე, დიდწილად ევროპული ფასეულობები უფრო ხშირად ისმოდა მისი ბაგეებიდან, აი ვასაძის შემტხვევაში კი რადიკალურად განსხვავებული სიტუაციაა. ასე რომ ეს ნატო-პატოს ისტერიული ყივილიც ამ ქვეყანაში მალე წარსულს ცაბარდება წამყავნი პოლიტკური ფიგურების მიერ და უფრო ეროვნულ ფასეულობებზე იქნება აქცენტი გაკეთებული.
„მე ვარ გზაჲ და მე ვარ ჭეშმარიტებაჲ და ცხორებაჲ; არავინ მოვიდეს მამისა, გარნა ჩემ მიერ“ (იოანე 14,6)