იმედზე ვუსმინე საინფორმაციოში, ახლახანს დამთავრდა. მე მგონი ღირს იმად, რომ გავარჩიოთ. დაიდება ალბათ სადმე და დავდებ ლინკსაც.
თუ ვინმე მომეშველებით - უფრო უკეთესი.
I. საკმაოდ შთამბეჭდავი გამოსვლა იყო. ყველა მომზადებული გამოსვლა საკმაოდ ძლიერი აქვს, განსაკუთრებით - საერთაშორისო ტრიბუნებიდან და ეს გასაგებია - ასეთი გამოსვლებისთვის ხომ სპეციალურად ემზადებიან. აქედან ერთი რამ შეიძლება დავასკვნათ - ძლიერი სპიჩრაითერები ჰყავს.
მისი ზეპირი გამოსვლები სრულიად განსხვავებულია, აგრესიული და აბდაუბდა.
II. სიტყვა კი მშვენიერი იყო, მაგრამ აი, ამ სიტყვის წამკითხველი, ჩემი სუბიექტური აზრით, არ იყო გულწრფელი - "ჩემო ძვირფასებო, კარგებო მიყვარხართ" - ვერ აღვიქვამ გულწრფელად და კიდეც მაღიზიანებს უკვე,
საბოლოოდ გადამეკეტა. გულწრფელობას თავი დავანებოთ - დახვეწილი
და განათლებული, ჰალსტუხიანი კინტოა, მისი კინტაური არსის ამოცნობა ძალიან ძნელია, განსაკუთრებით უცხოელთათვის - მათთვის ასეთი ტიპაჟი უცნობი და ამოუხსნელია.
III. საბოლოო ჯამში მიშა დასამახსოვრებელი ტიპაჟი და პიროვნებაა, არ მიკვირს, რომ ჰყავს თაყვანისმცემლები და კიდევაც ეყოლება.
დეტალებზე აღარ შევჩერდები - შორს წაგვიყვანს.
პირადად - მინდა ვცემო ერთხელ, სასტიკად. მერე ყველაფერს ვაპატიებდი.
http://www.youtube.com/watch?feature=playe...d&v=vQQ0clHZUUQ This post has been edited by crocodile on 28 Oct 2013, 21:45
ღმერთი ბჭობდა, კაცი იცინოდა. (C) crocodile
We fight, get beat, rise, and fight again (Nathanael Greene)