irakli1, ამ მცენარეს ალოკაზია ჰქვია. ფოთლების გაყვითლების რამოდენიმე მიზეზი არსებობს:
1) მზის პირდაპირი სხივები;
2) მშრალი ჰავა;
3) ზედმეტი მორწყვა იმ დროს, როდესაც ოთახში საკმაოდ დაბალი ტემპერატურა არის.
მე უფრო მეორე ვარიანტი მგონია, მითუმეტეს ოფისში თუ კონდიციონრები ან ცენტრალური გათბობა გიყენიათ

მოკლედ, სასურველია ყოველდღე ფოთლები დაუნამოთ ან სველი ტილოთი გაუსუფთაოთ.
+ ახალ გარემოსთან ადაპტაციის პროცესსაც გადის.
ჰო, ცუდად იტანს 16-18 გრადუსზე დაბალ ტემპერატურებს. ტროპიკული მცენარეა.
This post has been edited by Jaguar paw on 27 Oct 2013, 15:50