ყულევში ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა აშენდება20:28 19-05-2016
საქართველოს მთავრობის განკარგულებით, ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ყულევში თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა აშენდება.
როგორც ”ინტერპრესნიუსს” საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვიტარების სამინისტროდან აცნობეს, ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა მსუბუქი და საშუალო დისტილატების და სხვა ნავთობპროდუქტების წარმოებასთან ერთად 40 მგ/სთ ელექტროენერგიასაც გამოიმუშავებს.
სამინისტროს ცნობით, საწარმოს ინვესტორია შპს „ფაზის ოილი“. იგი წარმოადგენს შპს „Socar Georgia Investments“-ის უფლებამონაცვლეს, რომელსაც 2012 წლის სექტემბერში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან გაფორმებული აქვს შესაბამისი ნასყიდობის ხელშეკრულება.
საქართველოს მთავრობის განკარგულებით (N 790) გათვალისწინებულია ინვესტორის მთელი რიგი ვალდებულებები - მან გადაცემულ ქონებაზე უნდა განახორციელოს 120 მლნ აშშ დოლარის ინვესტიცია. ასევე 2019 წლის 31 დეკემბრამდე ააშენოს და ექსპლუატაციაში მიიღოს ნავთობფგადამამუშავებელი ქარხანა, რომელსაც ექნება წელიწადში არანაკლებ 2 მილიონი ტონა მსუბუქი ნედლი ნავთობის გადამუშავებისა და ევრო 5 სტანდარტის ან მისი ეკვივალენტური სტანდარტების საწვავის წარმოების შესაძლებლობა. ამასთან, წარმოების დაწყებიდან მინიმუმ 10 წლის განმავლობაში ქარხანაში დასაქმებულთა არანაკლებ 70% იქნება საქართველოს მოქალაქე.
ეკონომიკისა და მდგრადი განვიტარების სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული პროექტის განხორციელება დადებითად აისახება რეგიონში მრეწველობის განვითარებასა და საქართველოს მოქალაქეების დასაქმებაზე.
http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeb...-ashendeba.html+++++++++++
მაჰირ მამედოვი - SOCAR-ი საქართველოში ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობას არ აპირებს18:20 19-05-2016
მაჰირ მამედოვი - SOCAR-ი საქართველოში ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობას არ აპირებს.
ამის შესახებ SOCAR Energy Georgia-ს გენერალურმა დირექტორმა მაჰირ მამედოვმა აზერბაიჯანელ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, აღნიშნულ საკითხზე საქართველოს მთავრობასთან არანაირი შეთანხმება არ არსებობს.
„ამ ეტაპზე SOCAR-ს საქართველოში ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობის გეგმა არა აქვს“, - განაცხადა მამედოვმა.
როგორც აზერბაიჯანული გამოცემა „რეპორტი“ აღნიშნავს, მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, SOCAR-ი საქართველოში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას ააშენებს და აღნიშნულზე საქართველოს მთავრობასთან შეთანხმებაა მიღწეული.
საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის 11 მაისის განკარგულებაში აღნიშნულია, რომ “Socar Georgia Investments” საქართველოში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას ააშენებს, რომელიც ექსპლუატაციაში უნდა შევიდეს არაუგვიანეს 2020 წლის 30 აპრილისა.
http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeb...ar-apirebs.htmlSHUMIეგ ლინკი დავდევი ზემოთ.
This post has been edited by Lаki on 19 May 2016, 20:57
...ვინც არა ჰგავს კახაბერსა, მე ვერ ვიტყვი კახაბერად!!!..
,ერთ-ერთი მთავარი ნიშანი ბედნიერებისა არის აბსოლუტურად გამქრალი სურვილი იმისა, ვინმეს რამე უმტკიცო!"- ნ.მანდელა... <3