სოჭი მესად ღირს - პუტინი ჰომოსექსუალებს უზავდება?!
"ყველას ვეპატიჟებით ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე სოჭში და ვპირდებით, გავაკეთებთ ყველაფერს, რომ ყველა მონაწილემ თუ სტუმარმა კომფორტულად იგრძნოს თავი, განურჩევლად ეროვნებისა, რასისა თუ სექსუალური ორიენტაციისა" - ეს სიტყვები რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს ეკუთვნის. როგორც დასავლელი ჟურნალისტები იუწყებიან, ეს პირველი შემთხვევაა, როცა პრეზიდენტმა თავის ლექსიკაში გამოიყენა სიტყვა "სექსუალური ორიენტაცია".
პუტინის დამოკიდებულება სექსუალური უმცირესობებისადმი არახალია - ივნისში პრეზიდენტმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც კრძალავს გეი-პროპაგანდას. ამ ფონზე, სოჭში ჩასვლაზე უარი ბევრმა ცნობილმა ადამიანმა განაცხადა და დაგმო ჰომოფობ ქვეყანაში მშვიდობიანი თამაშების ჩატარება.
წყარო:
http://www.kvirispalitra.ge/politic/19272-...s-uzavdeba.html