#38187406 · 28 Sep 2013, 20:03 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
მირზა ცეცხლაძე, ეს 12 წლის საწყალი მოზარდი, ლეიკემიით იყო დაავადებული და 7 ივლისს გარდაცვლილა... მანამდე სამკურნალო ფულს უგროვებდნენ რამდენიმე ორგანიზაციის ჩართულობით და არც არაფერი, ამ ბავშვამდე არაფერი მისულა, გზად შეუჭამეს ყველაფერი მოგროვილი... ეხლა მიდის ცხარე ურთიერთგადაბრალებების პოლიტიკა ამ ვაი-ორგანიზაციების მიერ (მე ჩავურიცხეო, არ ჩაურიცხიაო, არ მიმიღიაო, ნაწილ-ნაწილ ვრიცხავდიო, მოგვიანებით, მარა მაინც ჩავრიცხეო, არაფერიც არ ჩაგირიცხიაო, მე ფული გავატარეო, არა გააქრეო, არა სხვამ გააქროო, მოკლედ მე არა და შენ შეჭამეო და ა.შ.), ამ ბავშვის სული კი უკვე სასუფეველშია... ეხლა რომც მოიანახოს ეს შეგროვებული თანხა, როგორც ითქმის, გაირჭონ უკანო...
სირცხვილია, დიდი სირცხვილია ასეთ სფეროში ქურდობა-მამაძაღლობა და სხვათა უბედურებებზე საკუთარი ბედნიერების აწყობა ამ აზრის სრული მნიშვნელობით...
პ.ს. მე მობილურით ვარ და ვერ ვდებ, უყურეთ ხუთშაბათის (26.09) იმედის ქრონიკას, ფართო სიუჟეტი მიეძღვნა ამას და ამავე არხზე ეკა ხოფერიას გადაცემას ამ თემატიკაზე...
This post has been edited by kodeqsi on 28 Sep 2013, 20:08
--------------------
უპატრონო ქვეყანაში კატა რა, თაგვთან ერთად ვირთხაც კი აყეფდებისა...
არჩევანი უამრავია, მარა არჩევანი ერთია...
|