ქართველი ჟურნალისტები რუსი სამხედროებისგან ქართველმა სამართალდამცველებმა გაათავისუფლეს
29 ოქტომბერი 16:21
1265
"პირველი არხის" ჟურნალისტებს, რომლებიც ხურჩა-ნაბაკევის ადმინისტრაციულ ხაზთან, რუსული სამხედრო ნაწილებს ბლოკ-საგუშაგოსთან, კადრების გადაღებას მას შემდეგ ცდილობდნენ, რაც ტერიტორიიდან 25 ადამიანი გაიტაცეს, რუსი სამხედროები რამდენიმე საათის განმავლობაში გადაადგილების საშუალებას არ აძლევდნენ.
ჟურნალისტები სიუჟეტის მოსამზადებლად სოფელ ხურჩაში იყვნენ. როგორც "მოამბე" იტყობინება, მას შემდეგ, რაც ჟურნალისტები საოკუპაციო საზღვართან ახლოს გამოჩნდნენ, რუსმა სამხედროებმა ნაბაკევში ბაზა დატოვეს, ჟურნალისტებს ტერიტორიის დატოვება მოსთხოვეს და დაკავებით დაემუქრნენ.
ნატო ბერულავასა და გიგა კილასონიას გათავისუფლება ქართული სპეცდანიშნულების რაზმის ჩარევის შემდეგ მოხერხდა.
გატაცებული 25 ადამიანის შესახებ ინფორმაცია ამ დრომდე არ ვრცელდება. საოკუპაციო საზღვართან, ახლობლები არიან შეკრებილი.
http://news.ge/ge/news/story/68509-qartvel...a-gaatavisuflesმე ვერ ვიპოვე ამ ამბებზე თემები პირველ გვერდზე თუ არც გახსნილა ?
ყველა ვარიანტში მაგრად გკიდიათ ხო ესეთი რამეები ?
ტიფლისში ზიხართ ვეიკში და გკიდიათ საზღვარზე ვის იჭერენ ოკუპანტები და ცემენ ?