#46196271 · 12 Nov 2015, 09:36 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
სადღაც წავიკითხე მემგონი რომ ფსიქოლოგიაში არის რაღაც ტერმინი რომელიც გადამეტებულ და უაზრო თანაგრძნობას აღწერს, მემგონი მე მჭირს ეგ, სავარაუდოდ იმის ბრალია რომ ბავშვობიდან უჟასებს ვუყურებ და ვთამაშობ და სუ გაუბედურებულ ხალხს ვხედავ და ეტყობა გადმომივიდა რეალობაშიც, სუ რო უცხო დავინახო ჩვევად მაქვს რომ ცუდად თუ ვხედავ მაგის ადგილას დავაყენო თავი, ამ ყველაფრის გამო მაქვს უძილობა, სულ დაღლილი ვარ, ხასიათიც ძაან არასტაბილური და კონცენტრაციაც 0 ზე მაქ თითქმის დასული, სულ დათრგუნული ვარ და ისეთი რაღაცები მგონია ჩემი ბრალი რასთანაც კავშირი არ მაქ, კიდევ აგრესიული ვარ ხშირად და ნერვებსაც ვერ ვაკონტროლებ, კიდევ ბევრი წვრილმანია ყველას ვერ დავწერ, ამასთან ერთად როცა კარგად ვარ და სიტყვაზე მაღაზიაში ძვირიან რაღაცას ვიყიდი თავს დამნაშავედ ვგძნობ იმიტორო მახსენდება ბევრს საჭმლის ფულიც არ აქ, არ მერგება ანუ არაფერი არადა ცუდი არაფერი გამიკეთებია თუ რამე მაქ ჩემი შრომით მაქვს ნაშოვნი და არავისთქნ ვალში არ ვარ, მოკლედ ცხოვრებაში საშინლად მიშლის ხელს და ძაან დამღალა, მშვენივრად ვაცნობიერებ რომ ყველას თავის ცხოვრება აქვს და ვერც მე და ვერსაინ ვერაფერს ვერ გამოასწორებს მარა მაინც მჭირს ეს ყველაფერი, სავარაუდოდ საკმაოდ მძიმე ფორმებში მაქვს, აქ ბევრი ხალხი შემოდის და იქნებ ვინმემ მომცეს მასალები რო წავიკითხო და გავიგო როგორ მოვიშორო ეს ყველაფერი, ეს რო გამომასწორებინა წყნარად ვიცხოვრებდი მერე თორე ესე ძაან მიძნელდება ყველაფრის კეთება, სამსახური და სწავლა ერთად მაქვს მოსასწრები რაც ისედაც დამღლელია და პლიუს ეს ემატება.
This post has been edited by გეტო on 12 Nov 2015, 09:52
--------------------
დათიკო მოდერატორო ######## ოჯახი
|