საქართველოს მთავრობა იუსტიციის სახლების იდეას ყიდის
საქართველოს მთავრობა იუსტიციის სახლების მოწყობის იდეას „ყველაფერი ერთ სივრცეში“ ყიდის. არსებული ინფორმაციით, სახალხო მომსახურების სისტემას, რომელიც იუსტიციის სამინისტროს მიერაა შემუშავებული, მთავრობა 2014 წელს გაყიდის. იუსტიციის სახლის აღმასრულებელი დირექტორის განცხადებით, სამხრეთ აფრიკა და სამხრეთ ამერიკის ქვეყნები, ისევე როგორც თურქეთი და არგენტინა დაინტერესებული არიან იდეის შეძენით და მოლაპარაკებები ამ მიმართულებით უკვე დაწყებულია.
ნინო ჩიჩუას თქმით, სახლების მოწყობის იდეა უკვე დაპატენტებულია და რამდენიმე ქვეყანა მისი იმპორტით დაინტერესებულია. იდეის ღირებულება ჯერ დადგენილი არ არის და ფასი დამოკიდებული იქნება თუ რა სერვისის მიღება სურს კონკრეტულ მყიდველს. ამასთან, შესაძლებელია, რომ მხოლოდ სერვისების ნაწილი იყოს გაყიდული და არა მთლიანად იდეა.
http://commersant.ge/?page=news&id=3970[B]
It’s nice to be important, but it’s more important to be nice...