#38553056 · 29 Oct 2013, 22:54 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
რატომ არ უნდა იყოს მუდამ? ჩვენი ფიქრები, ემოციები, გრძნობები ყოველთვის ტოვებს კვალს ჩვენში და ფსიქიკას / ხასიათს გვიყალიბებს.. ფსიქოლოგების აზრი არ ვიცი, მაგრამ ჩემი აზრით ეგ კვალი გვქმნის პიროვნებებად. ნეგატიურ კომპლექსებზეც შეიძლება იგივეს თქმა, მაგრამ თუ მაინც არის ისეთები, რომელიც არ მოგწონს ან ხელს გიშლის რამეში, შეცვლა შეუძლებელი არ არის. ეგ ტვინზეა დამოკიდებული, იქ კი მეხსიერება ცემენტით არ არის ჩადუღებული - პირიქით, მუდმივად იცვლება ყველაფერი. შესაბამისად, ფიქრით შეგიძლია სხვადასხვანაირად წარმართო ეგ ცვლილებები. ამაზე ბევრის წერა შეიძლება, ამიტომ თუ გაინტერესებს, ჯობია ნახო წიგნები თემაზე - ტვინი როგორ მუშაობს, მეხსიერება როგორ ინახება, ნეირო-ლინგვისტური პროგრამირებით როგორ შეიძლება ტვინის შეცვლა, ა.შ.
QUOTE (Mactavish* @ 20 Oct 2013, 20:43 ) | აღზრდაში რაღაც ის პერიოდი,როდესაც ვერ ვგრძნობდი საკუთარ ,,მეს" და სხვები მზრდიდნენ |
ამ ნათქვამმა დამაფიქრა. რა გამოდის საკუთარი "მე"? ვთქვათ ორი ადამიანი ზუსტად ერთნაირ გარემოში ჩავსვით და ერთნაირად აღვზარდეთ, ერთნაირები იქნებიან? მე მაინც მინდა მჯეროდეს, რომ არის რაღაც რაც მათ გამოარჩევთ ერთმანეთისგან. თუ დროებით სულის თემას გვერდზე გადავდებთ, გამოდის რომ ეგ საკუთარი 'მე' ტვინზე სხვადასხვა გარემოებების მოქმედების შედეგად იქმნება იმ დროიდან მოყოლებული, როცა ბავშვი დედის მუცელშია. ამიტომაც აქვს ყველა ადამიანს თავისი, რომ გარემოებები უსასრულოდ მრავალფეროვანია. ასე თუ ვიმსჯელებთ, საკუთარი 'მე' არც არასდროს ყოფილა ჩვენი. სხვა ადამიანების გავლენის ქვეშ ყოველთვის ვექცევით ნებით თუ უნებლიედ.. ამიტომ მე მგონი უფრო კონკრეტულად უნდა ჩამოაყალიბო შენს თავში პრობლემა, მერე დაარქვა თავისი სახელი და მერე თუ არ მოგეწონება, მოიცილო..
|