გუგლის მეშვეობით ერთ-ერთ საინტერესო პორტალზე მობვხვდი, საიდანაც აღნიშნული ინფორმაცია მოვიპოვე და თანდართულმა მედიამასალამ ყოველგვარი კითხვისნიშნები გააქრო.
ქართველი მეცენატს, რომან ფიფიას იერუსალიმის პატრიარქმა თეოფილე III მართლმადიდებულური ეკლესიისადმი გაწეული განსაკუთრებული ღვაწლისათვის იერუსალიმის მართლმადიდებლური ეკლესიის უმაღლესი ორდენი გადასცა. აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ ორდენს სამეფო გვარის წარომადგენლებს, წარმატებულ ბიზნესმენებს, გამორჩეულ პოლიტიკოსებსა და გამოჩენილ საზოგადო მოღვაწეებს ანიჭებენ.
IV საუკუნეში იმპერატორ კონსტანტინეს დროს დაარსებული ორდენის კავალერებს ოქროსგან ჩამოსხმული ჯვარი გადაეცემათ, რომელშიც მოთავსებულია ჯვრის ფრაგმენტი, რომელზედაც მაცხოვარი ჯვარს აცვეს.
აღსანიშნავია, რომ ეს ორდენი სულ რაღაც 150–მდე ადამიანს აქვს მიღებული. საგულისხმოა, რომ აღნიშნული ორდენის კავალერი საქართველოს მოქალაქეც გახდა.
OF THE ORDER OF ORTHODOX CROSS-BEARERS OF THE HOLY SEPULCHURE AND AWARD HIM THE BEFITTING THIS HONOUR
(GOLDEN CROSS WITH CROWN AND WREATH)

