#38571276 · 31 Oct 2013, 16:21 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ისრაელთან სავიზო რეჟიმის გაუქმებაზე გადაწყვეტილება მიღებულია 15:55 31-10-2013 ისრაელთან სავიზო რეჟიმი გაუქმდა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა. ბიძინა ივანიშვილმა განცხადება სასტუმრო "ჰოლიდე ინში" გააკეთა , სადაც ისრაელის სახელმწიფოს საგარეო საქმეთა სამინისტროს რეგიონულ ამბასადორიალში მიიღო მონაწილეობა. ამბასადორიალის შემდეგ ივანიშვილმა შეხვედრა გამართა ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ზეევ ელკინთან. სავიზო რეჟიმის შესახებ გადაწყვეტილება სწორედ ამ შეხვედრის შემდეგ გახდა ცნობილი. როგორც ჟურნალისტებს ზეევ ელკინმა განუცხადა, პრინციპული გადაწყვეტილება სავიზო რეჟიმის გაუქმების შესახებ მიღებულია, ხოლო ტექნიკურ საკითხებზე მოლაპარაკება საქართველოს შს მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან გაიმართება.
იპნ
--------------------
"არ შეიძლება კომპრომისზე წასვლა იმ ადამიანებთან, რომლებიც სულისა და ღმერთის არსებობას უარყოფენ!" "არსებობს ამ ქვეყნად მშვიდობაზე მეტი ფასეულობა - თავისუფლება!"-რონალდ რეიგანი.
გამიშვით! ვიჯდე, მე ჩემს ჭაობში! ჩემი ჭაობი თქვენზე სუფთაა!...
|