"ბლუმბერგი" – თუ ბიძინა ივანიშვილი თავის ქონებას თანაბრად გადაუნაწილებს საქართველოს ღარიბ მოსახლეობას, თითოეულს 13 756 დოლარი შეხვდება
10:38 24-09-2015
"ბლუმბერგი" – თუ ბიძინა ივანიშვილი თავის ქონებას თანაბრად გადაუნაწილებს საქართველოს ღარიბ მოსახლეობას, თითოეულს 13 756 დოლარი შეხვდება "რობინ ჰუდის ინდექსში" საქართველო მე-11 პოზიციაზეა. "ბლუმბერგის" მიერ გამოქვეყნებული აღნიშნული ინდექსის თანახმად, საქართველოს ერთადერთი მილიარდერის, ბიძინა ივანიშვილის ქონება 6 მილიარდ დოლარს შეადგენს და ამ თანხის ღარიბ მოსახლეობაზე გადანაწილების შემთხვევაში თითოეულს 13 756 დოლარი შეხვდება.
ამასთან, "რობინ ჰუდის ინდექსის" თანახმად, მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე ქვეყანაში 3 699 დოლარია.
"თუ საქართველოს ყველაზე მდიდარი ადამიანი, მილიარდერი ბიძინა ივანიშვილი თავის ქონებას თანაბრად გადაუნაწილებს ქვეყნის ღარიბ მოსახლეობას, თითოეულს 13 756 დოლარი შეხვდება", - წერს bpn-ი "ბლუმბერგის" მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით.
იხილეთ ბმული: ვის რამდენი შეხვდება ივანიშვილის ქონებიდან
http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeb...shekhvdeba.html
აბა წავიდა ვინ რის ყიდვას აპირებთ ბიძოს ფულებით
ახლა ველაპარაკე ამის გამყიდველს და 144 მაკლდებათქო და არაა პრობლემა ძმაო წაიყვანეო
მიმაგრებული სურათი (გადიდებისთვის დაუწკაპუნეთ სურათზე)