2015 წელს, გასპარ ნოემ (არგენტინაში დაბადებული ფრანგი კინორეჟისორი) გადაიღო ფილმი Love. თუ IMBD დავეყრდნობით, ფილმი განეკუთვნება კატეგორიას დრამა, რომანტიკა. რეიტინგი აქვს 6.0.
ფილმი 2015 წელს აჩვენეს კანის კინოფესტივალზე და ბათუმის კინოფესტივალზე BIAFF.
ხო და ჩვენმა ძვირფასმა შსს ცენტრალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს კიბერდანაშაულთან ბრძოლის სამართველომ ამ ფილმის გავრცელების გამო გამოძიება დაიწყო. პორნოგრაფიააო.
1. საქართველოში პორნოგრაფიის გავრცელება არ არის დანაშაული და შარშან რომ 36 პირს საპროცესო იმით აიძულეს, თუ არ დაგვთანხმდებით თქვენს სახელებს გავამჟღავნებთო და შერჩათ, ახლა ახალ ეტაპზე გადავიდნენ და მხატვრულ ფილმებს (მის ხარისხზე არ ვდავობთ) მიადგნენ.
https://www.facebook.com/george.mshvenierad...999?pnref=story