მოგესალმებით ყველას!

მაშ ასე მეგობრებო, მოდით ყველამ ერთად შევქმნათ ერთი ლამაზი, დადებითი, პოზიტიური მუსიკალური კუთხე!
სადაც, იქნება მხოლოდ მუსიკალურ/ვოკალური პოზიტივი პოზიტივთა შორის...
მხოლოდ ის მუსიკა, რაც დადებითი ემოციით გვავსებს გულის სიღრმეში, ის რაც გაზაფხულივით ლამაზია ჩვენთვის, ის რაც სუფთა და უბრალოა, ის რაც ნაკადულივით წმინდა და ლამაზია, ის მუსიკა რითიც გული უბრალოდ ხარობს!!!
მუსიკალური კუთხე, სადაც ყველა შემომსვლელი დადებითი ენერგიით აივსება...

(გავაქროთ ყველანაირი ნეგატიური ემოცია ირგვლივ! გავიწმინდოთ გაპაპსებული და დროდადრო საკუთარი ცუდი განწყობის, შესამსუბუქებელად არჩეული, მუსიკით თავსმოხვეული უარყოფითი მუხტებისგან!
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
პ.ს. ძალიან გთხოვთ, ვეცადოთ დავდოთ მხოლოდ ხარისხიანი, როგორც მუსიკალური შესრულება, ასევე ვიდეო, რათა არ იყოს ცუდი აღქმის ობიექტი. ასევე გაითვალისწინოთ ჟანრიც:
არავითარი მეტალი და რეპი!
არავითარი მელანქოლიური მელოდიები და არავითარი სევდიანი მუსიკა!
არის შესაბამისი თემები და გადადით იქ.
--------------------------------------
ვისურვებდი, რომ ყველასთვის სასიამოვნო ყოფილიყოს აქ შემოსვლა!

პოზიტიურ მუსიკალურ სტანდარტს ვწევთ მაღლა ჩვენვე!
ვირჩევთ საუკეთესო მუსიკას!!!

წარმატებები ყველა ჩვენგას, უფალი შეგვეწიოს!
This post has been edited by Aquarius_A888 on 1 Oct 2013, 01:33