ქვეყნის ახალი პრეზიდენტის უფლებამოსილებაში შესვლის, სადღესასწაულო ცერემონიას მოსკოვიდან ჩამოსული დელეგაციაც დაესწრება. “ზონა news” – ის ინფორმაციით წუხელ გვიან ღამით ინაუგურაციაზე მოსაწვევი სტუმრების სია დაიწერა. მათ შორის არის რუსეთის დელეგაცია და “ქართულმა ოცნებამ” სწორედ ის პირები მოიწვია, რომლებიც მიხეილ სააკაშვილის ხელისფლებას დღემდე საქართველოს მტრებად მიაჩნია.
კულუარული ინფორმაციით დაპატიჟებულ პირთა სიაშია, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი, “დუმის” დეპუტაცია და მათ შორის არიან ვლადიმირ ჟირინოვსკი, ვასილ ლიხაჩოვი, სერგეი გავრილოვი . თუმცა რუსულ დელეგაციაში სხვა პირებიც არიან და მათი ვინაობა სვარაუდოდ იმაზე ადრე გახდება ცნობილი ვიდრე ისინი 17 ნომბერს საქართველოში გამოჩნდებიან.
რუსეთიდან დასაპატიჟებელ პირთა სია “ზონა news” – ის ინფორმაციით საგარეო კომიტეტის თავმჯდომარემ თედო ჯაფარიძემ და რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში წარმომადგენელმა ზურაბ აბაშიძემ შეადგინეს.
http://zonanews.ge/inaguratsiaze-moskovis-...skandaluri-sia/თუ ეს მართალია
This post has been edited by iverieli on 31 Oct 2013, 19:56