მოგესალმებით
ახალგაზრდული არასამთავრობო ორგანიზაცია "დრონი" გთავაზობთ ინოვაციურ პროექტს - „ადამიანების ბიბლიოთეკა“. (HUMAN LIBRARY)
პროექტის მიზანია დაამსხვრიოს სტერეოტიპები და საზოგადოებას მიაწოდოს მეტი ინფორმაცია სხვადასხვა ტიპის ადამიანების შესახებ. პროექტში იქნებიან ე.წ. „წიგნები“ და ე.წ. „მკითხველები“. დაინტერესებულ პირებს, ე.წ. „მკითხველებს“, წიგნების ნაცვლად შეუძლიათ გაესაუბრონ, ანუ „გაეცნონ“ სხვადასხვა უმცირესობების წარმომადგენლებს, მათ შორის ფემინისტს, ათეისტს, შეზღუდული უნარის მქონეს, მუსიკოსს, ყოფილ პატიმარს, მეცნიერს და სხვ, ანუ ადამიანებს რომლებიც არიან საზოგადოებაში არსებული სხვადასხვა სტერეოტიპების მსხვერპლნი.
პროექტი ჩატარდება 2013 წლის 16 ნოემბერს, საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში.
ლინკზე შეგიძლიათ ნახოთ ვიდეო 2013 წელს, 20 თებერვალს ჩატარებული "HUMAN LIBRARY"-ს შესახებ:
https://www.youtube.com/watch?v=Vy8hp50gP8o#t=45თუ გსურთ მხარი დაუჭიროთ პროექტს ფინანსურად დამატებითი ინფორმაციისთვის გადადით ლინკზე:
https://fundrazr.com/campaigns/dcax7Human Library's official web page:
http://droniweb.org/human-libraryFundRazr:
https://fundrazr.com/campaigns/dcax7Facebook:
http://www.facebook.com/human.library.droniTwitter: @DroniHL
[B]