ხიდაშელი: „ამ არჩევნებმა დაადასტურა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ლეგიტიმური ოპოზიციაა“
01 ნოემბერი 23:48
619
საქართველოში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები მაშინ იქნებოდა აქტუალური, თუ საპრეზიდენტო არჩევნებში მეორე ადგილზე არა „ნაციონალური მოძრაობა“, არამედ სხვა პოლიტიკური ძალა გავიდოდა. ეს განცხადება საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა თინა ხიდაშელმა გადაცემა „ღია ეთერში“ განაცხადა.
თინა ხიდაშელი აღნიშნავს, რომ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ რამოდენიმე ოლქში მოახერხა არჩევნების გაყალებება. თუმცა, როგორც საპარლამენტო უმრავლესობის წევრი აცხადებს, რომ ეს ჩავლილი თემაა.
ხიდაშელის აზრით, იმის მიუხედავად, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ არჩევნებში მეორე ადგილი დაიკავა, მის მომავალს პერსპექტივა არ აქვს. ხიდაშელის თქმით, მეორე ადგილით უბრალოდ გამოჩნდა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ლეგიტიმური ოპოზიციური ძალაა.
„მკვდრები არიან ისინი, ვინვ 97%-დან ჩამოდიან 40%-ზე და შემდეგ 21%-ზე. სულ რაღაც ორი წლით ადრე, მათ ყველა ქალაქის ყველა საკრებულო და ყველა მაჟორიტარული ოლქი მოიგეს მთელ საქართველოში,“ - განაცხადა თინა ხიდაშელმა. მისივე თქმით, წინ კიდევ ერთი არჩევნებია და ყველანი ერთად დავითვლით „ნაციონალური მოძრაობის“ ხმებს.
http://news.ge/ge/news/story/68954-khidash...muri-opozitsiaa