დეპუტატების ბიუროს სხდომაზე დასწრების უზრუნველსაყოფად პარლამენტი მკაცრ მექანიზმებს შეიმუშავებს. ამის შესახებ პარლამენტის ვიცესპიკერმა ზვიად ძიძიგურმა განაცხადა. საკანონმდებლო ორგანოში, დღეს, 13:00 საათზე დაგეგმილი ბიუროს სხდომა, სადაც ახალი საკანონმდებლო ინიციატივები უნდა განეხილათ, კვორუმის არარსებობის გამო, 18:00 საათისთვის გადაიდო.
ზვიად ძიძიგურის განცხადებით, პარლამენტის თავმჯდომარის საზღვარგარეთ მივლინების პერიოდში მსგავსი პრობლემა უკვე მეორედ შეიქმნა. ამიტომ, როგორც ძიძიგური ამბობს, დავით უსუფაშვილის დაბრუნების შემდეგ დასხდებიან და იმ მექანიზმებზე ისაუბრებენ, რომლის მეშვეობითაც დეპუტატებს ბიუროს სხდომაზე მიიყვანენ.
პარლამენტის ვიცესპიკერი მომხრეა, რომ მექანიზმები, რაც შეიძლება მკაცრი იყოს.
"მესმის, რომ ბიუროს სხდომაზე ერთი საათისთვის თბილისიდან ქუთაისში ჩამოსვლა დიდ ხარჯთან და ენერგიასთან არის დაკავშირებული, მაგრამ ეს არის ჩვენი მოვალეობა. არავითარი მიზეზი არ ამართლებს, თუნდაც არასასესიო კვირაში, ბიუროს სხდომაზე გამოუცხადებლობას", - ამბობს ძიძიგური.
http://news.ge/ge/news/story/69115-parlame...-gamo-chaishala