#38704238 · 12 Nov 2013, 01:47 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ერთხელ პატარა გოგო ვიყავი. პატარა გოგო ვიყავი ერთხელ და ცხოვრება წიგნები მეგონა. ფანჯრის რაფაზე გალიაში გამომწყვდეული ჩიტივით ვიჯექი და ამბებს ვკენკავდი. ასეთივე ამბებს კენკავდა მოპირდაპირე სახლში მცხოვრები ერთი გოგო. ჩვენ ერთმანეთს არ ვიცნობდით, მაგრამ ისიც პატარა გოგო იყო და ცხოვრება წიგნები ეგონა. ჩვენი დედები სამზარეულოში ისხდნენ და ყავას ხალავდნენ. ყავას ხალავდნენ და ეგონათ, გოგოებს მშვიდად გვეძინა. ჩვენ ზამთრის ცაზე ყვავებს ვთვლიდით. ცაზე ჩამომხრჩვალ ყვავებს ვთვლიდით მოთეთრო ცაზე. ერთხელ, გავიდა ცხოვრება და ჩვენ გავიზარდეთ. ჩვენ გავიზარდეთ და ცხოვრება წიგნის თაროდან, ისე ჩამოხტდა გალიიდან გამოფრთხიალდა. ერთხელ, გავიდა ცხოვრება და ჩვენ შეგვეშალა. ჩვენ შეგვეშალა და თვალებით გავისაუბრეთ. ის კვლავ რაფაზე უსუსური ჩიტივით იჯდა. მეც პატარა ჩიტს ისე ვგავდი. ფანჯრის რაფაზე. ჩვენი დედები მლაშე ყავას სვამდნენ და ბჭობდნენ. ბჭობდნენ და მლაშე ყავას სვამდნენ ჩვენი დედები. აი, ვენახი, ყელგამომწვარი ზამთრის კალო. აი, თხა. თვალებგადმოკარკლული კაცი. აი, მგელი, მაგან თხა შეჭამა. აი, თოფი. ეგ ხშირად ბაწარია. აი, ცხოვრება. ხანდახან რა ადვილია. აი, სიკვდილი. ეგ კიდევ უფრო ადვილი. აი, ჟანგმა შემჭამა. მიწად ვიქეცი. აი...
პატარა გოგო ვიყავი ერთხელ და ცხოვრება წიგნები მეგონა. ისიც პატარა გოგო იყო და ცხოვრება წიგნები ეგონა. ჩვენ ზამთრის ცაზე ყვავებს ვთვლიდით. ცაზე ჩამომხრჩვალ ყვავებს ვთვლიდით მოთეთრო ცაზე. ჩვენი დედები კი საფლავებს სხვაგან ეძებდნენ.
მოიხსენი ეგ ბაწარი, გოგო. ყელიდან ეგ ბაწარი მოიხსენი, და მომეყუდე.
კატო ჯავახიშვილი 11.11.2013
--------------------
საბჭოთა სავოკის უკანასკნელ ნაგლეჯს ჩააზილა წიხლი 1 ოქტომბერს ქართულმა საზოგადოებამ (с)ჩოხა
|