ტრენინგი: კონფლიქტებისა და მშვიდობის მართვა – თეორია და პრაქტიკა ერთ სივრცეში
Posted on April 1, 2014 by Teona Dalakishvili
კრეატიული განვითარების ცენტრი გიწვევთ ორ დღიან ტრენინგზე ,,კონფლიქტებისა და მშვიდობის მართვა – თეორია და პრაქტიკა ერთ სივრცეში.“ ტრენინგის ფარგლებში თქვენ შესაძლებლობა გექნებათ:
მიიღოთ თეორიული ცოდნა მშვიდობისა და კონფლიქტების მენეჯმენტის შესახებ;
ჩაერთოთ დისკუსიაში: როგორ მოვძებნოთ ოპტიმალური გამოსავალი კონფლიქტური სიტუაციებიდან?;
მიიღოთ მონაწილეობა ერთ დღიან სიმულაციურ თამაშში, სადაც თქვენ იქნებით გადაწყვეტილების მიმღებნი და საკუთარ თავზე გამოცდით, თუ როგორ ხდება კონფლიქტების მოგვარება, მოლაპარაკებების წარმოება, ალიანსების შექმნა და რა როლი აქვს აღნიშნულ პროცესებში მოსახლეობის სხვადასხვა სეგმენტს.
რა არის სიმულაციური თამაში?
სიმულაციური თამაში ეს არის რეალობის მოდელირება, რომელიც მუშაობს, როგორც პოლიტიკური ლაბორატორია, სადაც მონაწილეებს საშუალება ეძლევათ განავითარონ პრობლემის მოგვარების ალტერნატიული მიდგომები. გარდა ამისა, სიმულაციური თამაშები წარმოადგენენ ეფექტურ მეთოდს განათლების პროცესში, რადგან მონაწილეებს ეძლევათ საშუალება გამოვიდნენ საკუთარი პერსონალური როლიდან და წარმოადგინონ განსხვავებული პოზიცია. ამ პროცესში მათ უადვილდებათ კომუნიკაციური ბარიერების გადალახვა და ამყარებენ უკეთეს კავშირს მეორე მხარესთან. სიმულაციის პროცესში დაწყებული თანამშრომლობა და სტრატეგიების შემუშავება ეხმარება მონაწილეებს აღადგინონ/განავითარონ ნდობა სხვებთან მიმართებაში. ამ პროცესის მეშვეობით იქმნება ბაზა სამომავლო თანამშრომლობისათვის.
ტრენინგი ჩატარდება 24–25 მაისს სასტუმრო ,,გოლდენ პალასში’’.
მონაწილეთა რაოდენობა და ასაკი შეზღუდულია.
თუ ხართ 18-დან 30 წლამდე და სურვილი გაქვთ, ტრენინგში მიიღოთ მონაწილეობა, მაშინ 16 მაისამდე შეავსეთ სააპლიკაციო ფორმა:
https://docs.google.com/forms/d/1XcsUUMiKGx...bbCh1Y/viewformტრენინგში მონაწილეობის საფასურია 20 ლარი. მასში შედის ორ დღიან ტრენინგზე დასწრება, ყავის შესვენება, სატრენინგო მასალების ბეჭდვა.
ტრენინგის ბოლოს გაიცემა სერტიფიკატი.
დამატებითი შეკითხვებისთვის, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ ელ–ფოსტის საშუალებით შემდეგ მისამართზე: cdcgeo@gmail.com, ან ტელეფონის ნომერზე: 593 20 31 13; 593 19 72 19 (11–დან 19 საათამდე).
http://cdcgeo.wordpress.com/2014/04/01/%E1...83%A1%E1%83%90/